"სოკარსა" და "რუსთავის აზოტის" წარმომადგენლებს შორის გარკვეული შეთანხმება მიღწეულია

“სოკარსა” და “რუსთავის აზოტის” წარმომადგენლებს შორის გარკვეული შეთანხმება მიღწეულია

კომპანია “სოკარის” ხელმძღვანელებს “რუსთავის აზოტის” წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდათ, გარკვეული შეთანხმება მიღწეულია, ალბათ, უახლოეს დღეებში ხელშეკრულება გაფორმდება და პრობლემა მოიხსნება , – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, “რუსთავის აზოტში” არსებული პრობლემების კომენტირებისას განაცხადა.

კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს მოლაპარაკებები 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ვერც თანამშრომლების დათხოვნის შესაძლებლობას ხედავს.

“არავის, არავის დათხოვნა არ მოუწევს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, არანაირი 6 თვე არ მიდიოდა. აზოტი შეჩერებული იყო სარემონტო სამუშაოებისთვის და როდესაც მიდის სარემონტო სამუშაოები, ქარხნის ამუშავება ფიზიკურად ვერ მოხდება. ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, ბოლო ინფორმაციით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილება მიღებულია, შეთანხმება მიღწეულია და რამდენიმე დღეში, ალბათ, მოხდება ხელშეკრულების გაფორმება. “აზოტს” არავითარი პრობლემები არ შეექმნება ფუნქციონირებისთვის”, – განაცხადა კალაძემ.

bpn.ge

Leave a Reply

Menu Title