შეიძლება გარკვეულ ადამიანებს სხვა დამოკიდებულება ჰქონდეთ ჩემს მიმართ, ეს მათი უფლებაა. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, მე ყველას ენერგეტიკის მინისტრი ვარ. შესაძლოა, ვიღაცას მოსწონდეს კალაძე,

“მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, მე ყველას ენერგეტიკის მინისტრი ვარ”

რუსთავში მდებარე ნათურის მწარმოებელ კომპანია „AGMicroeletronics“-ის დათვალიერებისას, კალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული საწარმოს განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა მინისტრი, ქართული LED ნათურის შემქმნელის მიერ ერთ-ერთსტატიაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც „საკუთარ კარში გატანილი მესამე გოლის“ შიში გახდა ნათურის შექმნის მიზეზი, კალაძემ უპასუხა, რომ მისი პიროვნების მიმართ არსებული დამოკიდებულება მეასეხარისხოვანია.
„შეიძლება გარკვეულ ადამიანებს სხვა დამოკიდებულება ჰქონდეთ ჩემს მიმართ, ეს მათი უფლებაა. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, მე ყველას ენერგეტიკის მინისტრი ვარ. შესაძლოა, ვიღაცას მოსწონდეს კალაძე, ვიღაცას – არა. ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. მაქსიმალურად მხარში დავუდგები საწარმოს, რათა განვითარდნენ, რადგანაც ისინი ქვეყნისთვის და დარგისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ“,- განმარტა ვიცე-პრემიერმა.
pia.ge

Leave a Reply

Menu Title