მტკვარის ჰესის მშენებლობის განახლების სამუშაოების დაწყება მომავალ კვირას იგეგმება

მტკვარის ჰესის მშენებლობის განახლების სამუშაოების დაწყება მომავალ კვირას იგეგმება

მტკვარი ჰესის მშენებლობის განახლების სამუშაოების დაწყება მომავალ კვირას იგეგმება, – როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, ჰესის მშენებლობა ფინანსური პრობლემების გამო იყო შეჩერებული, მისივე თქმით დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია.

“მტკვარის ჰიდროელექტროსადგური პრობლემების გამო იყო გაჩერებული, ეს არის წინა ხელისუფლების დროს დაწყებული პროექტი. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისფლებაში მას ჰქონდა ფინანსური პრობლემები და ფაქტიურად გაჩერებული იყო. სამინისტროსა და სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით, დღეს ეს პრობლმა მოგვარებულია. მშენებლობის სამზადისი მიმდინარეობს და სავარაუდოდ მომავალ კვირაში ვგეგმავთ დავიწყოთ ამ პროექტის მშენებლობის განახლებითი სამუშაოები”, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ „მტკვარი ჰესის“ პროექტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე ხორციელდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $113 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება. ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 255 მლნ კვტ.სთ.
„მტკვარი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლა 3 წელიწადში იგეგმება.

პროექტში ინვესტიციას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს.

წყარო: businesscontact.ge

Leave a Reply

Menu Title