ნავთობის მოპოვების გაყინვის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანიც შეუერთდა

ნავთობის მოპოვების გაყინვის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანიც შეუერთდა

ნავთობის ფასი შესაძლოა 20-30 დოლარით გაიზარდოს, თუ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები შეძლებენ შეხვედრის გამართვას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. ამის შესახებ განცხადება ოპეკში ქუვეითის წარმომადგენელმა გააკეთა.

ამასთან, საინტერესოა, რომ აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა ოპეკის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას ნავთობის მოპოვების გაყინვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა როვგან აბდულაევმა.

16 თებერვალს დოხში გამართულ შეხვედრაზე რუსეთი, საუდის არაბეთი, კატარი და ვენესუელა შეთახმდნენ  ნავთობის მსოფლიო ფასის მხარდასაჭერად შეინარჩუნონ 2016 წელს ნავთობის მოპოვება იანვრის თვის დონეზე, თუ  სხვა მომპოვებლებიც შეუერთდებიან ამ ინიციატივას. იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც გამოხატეს ასეთი მზადყოფნა,  არიან ეკვადორი, ალჟირი, ნიგერია, ომანი, ქუვეიტი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები.

„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას.

დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან.

ევრო შემცირდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1159 მიმდინარეობს.

შემცირდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,4277 ნიშნულთან მიმდინარეობს.

დოლარი გამყარდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 113.65 ნიშნულთან მიმდინარეობს

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:

ოქროზე ფასმა დაიკლო 0.16 %-ით და ვაჭრობა 1270.80 ნიშნულთან მიმდინარეობს.

მოიმატა ვერცხლის ფასმა 0,20 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 15.58 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ნედლი ნავთობის ფასმა მოიმატა 2.25%-ით და ბარელზე შეადგინა 38.69 დოლარი.

ავტორ(ებ)ი : Admiral Market Georgia-ს ანალიტიკური ჯგუფი

Leave a Reply

Menu Title