სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტოპ ათეულშია

სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტოპ ათეულშია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტოპ ათეულში სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია დასახელდა.

280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია ‪‎K_Water‬-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ.სთ. იქნება. სს „ნენსკრა ჰიდრო“ არის კორეელი ინვესტორის მიერ ნენსკრა ჰესის განვითარების მიზნითშექმნილი საპროექტო კომპანია.

სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია – Salini Impregilo ახორციელებს,რომელსაც ინვესტორთან ერთად პასუხისმგებლობა აქვს აღებული გარემოს უსაფრთხოებაზე.

მშენებლობის უსაფრთხოების ექსპერტიზას ახორციელებენ წამყვანი ევროპული და ბრიტანული საინჟინრო კომპანიები. მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (‪‎EBRD‬), აზიის განვითარების ბანკისა (ADB‬) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (‪‎EIB‬) მხრიდან მოწვეული Mott Macdonald, შვეიცარული და იტალიური საინჟინრო კომპანიები Stuky‬ და Lompardi‬.

ამჟამად მიმდინარეობს საწყისი სამშენებლო სამუშაოები, რაც ითვალისწინებს მისასვლელი გზების და კემპების მშენებლობას, ასევე დამატებით გეოლოგიურ სამუშაოებს.

ამჟამად მშენებლობაზე დასაქმებულია 120 ადამიანი, მათ შორის 80% ადგილობრივი. 2016 წლის გაზაფხულიდან დაიწყება ჰესის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, სადაც ეტაპობრივად უკვე 400-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.

ნენსკრა ჰესის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის „ექსიმ ბანკი.“ პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია.

Leave a Reply

Menu Title