რუსეთის ეკონომიკისა და ნავთობის ფასების ურთიერთდამოკიდებულება

ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთის ეკონომიკის ბედი ნავთობის ფასზეა დამოკიდებული. ასე, რომ თუ ნავთობის ფასი 45 დოლარიდან 70-მდე გაიზრდება, ნიშნავს, რომ საქმე არც ისე ცუდად არის. ამას ემატება რუბლის ფაქტორიც. თუ სამი თვის წინ ერთი დოლარი 70 რუბლის ექვივალენტური იყო , ახლა მხოლოდ 52 რუბლს შეადგენს.

ზემოთ მოყვანილი არგუმენტები, ხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივას შეესაბამება. თუმცა, მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს განსხვავებულ გზას, თუ როგორ არის შესაძლებელი ვლადიმერ პუტინის ძალაუფლების „განვითარება“ გრძელვადიან პერსპექტივაში.

screen-shot-2015-05-29-at-16-54-05

გრაფიკში არსებული ლურჯი ტრენდი გვჩვენებს რუსეთის შემოსავალს ინფლაციის გათვალისწინებით ასევე შესამჩნევია მსოფლიო ფინანსურ კრიზისადმელ პერიოდში 20%-იანი ზრდა. სწორედ ამ პერიოდში პუტინმა დიდი რაოდენობით ნავთობის გაყიდვა მოახერხა და მიღებული შემოსავლები საჯარო სექტორის ხელფასებისა და საპენსიო ფონდებისკენ მიმართა.

სანამ რუბლის მასიური გაუფასურება დაიწყებოდა და საიმპორტო ფასები გაიზრდებოდა, რუსული ინფლაციაც სტაბილური იყო. მარტში ინფლაციამ 16,9%-ს მიაღწია და წლის ბოლოსთვის შესაძლოა 12%-საც ჩამოცდეს

Berenberg Bank-ის მთავარი ეკონომისტი და გრაფიკის ავტორი ჰოლგერ შმიდინგი მიიჩნევს, რომ რუსეტის ინფლაციის ტრენდი არ გაუარესდება, თუ გაუთვალიწინებელ მოვლენებს უგულებელვყოფთ. „ჩემი აზრით, რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდისთვისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია, რომ ნავთობის ფასმა 80 დოლარს გადააჭარბოს“, აცხადებს შმიდინგი.

თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მსგავს პროგნოზს არცერთი მაღალი დონის ექსპერტი  არ აკეთებს. Goldman Sachs-ში ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის ნავთობის საშუალო ღირებულება ბარელზე 55$-ის ტოლი იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საშინაო პოლიტიკური სიტუაცია სტაბილურად გამოიყურება, პუტინის შანსი, გრძელვადიან პერსპექტივაში ძალაუფლების მოპოვებაზე, არ იზრდება“, აცხადებს შმიდინგი.

პუტინმა საკმაოდ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და შეიტანა ცვლილება კანონში სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ. ნებისმიერი პიროვნება, ვინც რაიმე სახის ანგარიშს გამოაქვეყნებს უკრაინაში დაღუპულ რუს ჯარისკაცებზე, თავისუფლების რვაწლიანი აღკვეთით დაისჯება. აგრეთვე, ამ კვირაში გამოქვეყნდა ნატოს ანგარიში რუსეთის ჯარის მილიტარიზაციაზე უკრაინის საზღვართან. ეს ორივე სიახლე ინტერვენციებისა და რეპრესიების გაორმაგებაზე უფრო მიუთითებს, ვიდრე რეფორმებსა და ეკონომიკურ აღორძინებაზე.

გიორგი კაპანაძე

 

Leave a Reply

Menu Title