ირანი ნავთობის მოპოვების დღე-ღამური მაჩვენებელს მარტის ბოლოს 2 მლნ ბარელამდე გაზრდის, – განაცხადა ირანის ნავთობის მრეწველობის მინისტრმა ბიჟან ზანგანემ
თებერვალში ირანი უკვე მოიპოვებდა 1.75 მლნ ბარელს დღე-ღამეში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 2012 წლიდან, როცა ირანის წინააღმდეგ ევროპული სანქციები შემოიღეს.
ირანელმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვების „გაყინვის“ გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ მიიღებენ, როცა მოპოვება 4 მლნ ბარელს მიაღწევს.