დირიჟაბლის დაბრუნება? დიდი ტევადობისა და ფრენის ხანგრძლივობის ჰიბრიდული საჰაერო ხომალდები

დირიჟაბლის დაბრუნება? დიდი ტევადობისა და ფრენის ხანგრძლივობის ჰიბრიდული საჰაერო ხომალდები

Lockheed Martin-ისა და Hybrid Enterprisess-ის ჰიბრიდული საჰაერო ხომალდი 20 წლის შრომის შედეგია. მას შეუძლია ათასობით კილომეტრი იფრინოს დაშვების გარეშე. საჰაერო ხომალდს შეუძლია დიდი რაოდენობით, 20 ტონამდე ტვირთი გადაიტანოს მიუდგომელ ადგილებამდე.

მის მიერ მოხმარებული საწვავი ვერტმფრენის მიერ დახარჯულის ტოლია. მას ასევე შეუძლია ვერტმფრენივით გაჩერება ერთ ადგილზე.

მწარმოებლების თქმით იგი 2018 წლისთვის უკვე შეიძლება წარმოებაში ჩაეშვას. სავარაუდოდ მისი ფასი 10 მილიონი დოლარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მსგავსი დანიშნულებისა და ფუნქციების მქონე საჰაერო ხომალდი – მაგალითისთვის Airlander 10-იც გამოდგება. მას 10 ტონა ტვირთის წაღება შეუძლია და დაშვების გარეშე ჰაერში 5 დღის განმავლობაში შეუძლია ფრენა. იგი შექმნილია აშშ-ს სამხედრო მიზნებისათვის, თუმცა, ეს პროექტი ამჟამად სახსრების ნაკლებობას განიცდის.

არის ასევე სხვა ჰიბრიდული ტვირთმზიდებიც, მაგალითად კომპანია Aeros ხომალდი Aeroscraft.

ამ ტიპის ხომალდებს გარკვეული წინაისტორია გააჩნია. მათი წინაპარია თუნდაც საჰაერო ბურთები და ასევე დირიჟაბლები, რომელიც ასე პუპულარული იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში, თუმცა, მათი ერთერთი ფლაგმანის, “ჰილდებრანტის” საზარელმა კატასტროფამ საჰაერო ხომალდების ამ მიმაღტულებით განვითარება თითქმის 80 წლით შეაფერხა.

Leave a Reply

Menu Title