„ენერგო-პრო ჯორჯია“-მ ბათუმის ბულვარში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

„ენერგო-პრო ჯორჯია“-მ ბათუმის ბულვარში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ტურისტულ რაიონებში ზაფხულის სეზონისთვის მზადება წლის დასაწისიდანვე დაიწყო. პირველი სამუშაოები უკვე დასრულდა.

უფრო მასშტაბური პროექტები კი მომდევნო თვეებში დასრულდება. კომპანიამ ბათუმის ძველ ბულვარში სრულიად ახალი 10/0.4 კვ ქსელი ააშენა და უკვე დაასრულა არსებული ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. რეაბილიტაციის ფარგლებეში მთლიანად შეიცვალა დაბალი და საშუალო ძაბვის ქსელის კაბელები, მოხდა ათამდე სატრანსფორმატორო პუნქტის რეკონსტრუქცია და ძველი ამორტიზირებული მაღალი ძაბვის კაბელების შეცვლა. ბათუმში, ამჟამად მიმდინარეობს მაღალი ძაბვის კაბელების შეცვლა. აღნიშნული პროცესი აქტიურ ფაზაშია და დასრულდება საკურორტო სეზონის დაწყებამდე.

რაც შეეხება ქობულეთს, რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვლალა 1500 მ სიგრძის მიწისქვეშა კაბელი; აღნიშნული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება უამინდობით გამოწვეული დაზიანების ალბათობა და გაუმჯობესდება ქობულეთის ცენტრალური ქუჩების ენერგომომარაგება; შესაბამისად, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 5000 აბონენტის ელექტროენერგიის მიწოდება ზაფხულის სეზონე უფრო სტაბილური და ხარისხიანი იქნება. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ფაზაში ქობულეთში იგეგმება კიდევ 2 ფიდერის რეაბილიტაცია და ახალი საკაბელო ტრასის გაყვანა, რომელიც ჩაანაცვლებს ჭაობზე გამავალ საჰაერო ხაზს. სამუშაოები მარტის ბოლომდე დაიწყება და მნიშვნელოვნად გაზრდის ქსელის უსაფრთხოებას.

ზაფხულისთვის მზადების პროექტის ფარგლებში, ენერგო-პრო ჯორჯია გეგმავს სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭარისა და გურიის სხვა რეგიონებშიც.

Leave a Reply

Menu Title