Citigroup-მა ნავთობის გაძვირების მიზეზი დაასახელა

Citigroup-მა ნავთობის გაძვირების მიზეზი დაასახელა

ნავთობის გაძვირების მიზეზი ნიგერიიდან და ერაყიდან ნავთობის მიწოდების შეფერხებამ განაპირობა და არა ნავთობის მოპოვების “გაყინვაზე” OPEC-ის ქვეყნებისა და რუსეთის გადაწყვეტილებამ – განაცხადა Citigroup-მა.

ექსპერტების გათვლებით, ამ შეფერხების გამო, მსოფლიო ბაზარმა არანაკლებ, დღეში 800 ათასი ბარელი დაკარგა, რაც მსოფლიოს დღიური მოპოვების დაახლოებით 1%-ია. შეფერხების აღმოფხვრა უახლოეს პერიოდში მოხდება, – წერს RBC Citigroup-ის ანალიზზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია, რომ 16 მარტის ვაჭრობის შედეგებით სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა.

ლონდონში, ICE Futures Europe-ზე Brent -ის მარკის ნავთობის ფასმა შეადგინა 40.23 (+ 1,23) აშშ დოლარი/ბარელზე.

New York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet -ის მარკის ნავთობის ფასმა შეადგინა 40,10 (+ 3,36) აშშ დოლარი/ბარელზე.

წყარო: Gbc.ge

Leave a Reply

Menu Title