2015 წელს, იტაიპუს ჰიდროელექტროსადგურმა უფრო მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა, ვიდრე ჩინეთში მდებარე მსოფლიში ყველაზე დიდმა “სამი ხეობის” ჰესმა.
იტაიპუს 14 000 მგვტ სიმძლავრის პროექტი მდინარე პარანაზე, ბრაზილია-პარაგვაის საზღვარზე მდებარეობს, რომელმაც 2015 წელს 89,2 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა და ეს მაჩვენებელი 2,6%-ით მეტია, ვიდრე 22 500 მგვტ-ის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება, რომელიც აშენებულია ჩინეთში, მდინარე იანძიზე.
2014 წლის შედეგები კი სრულიად განსხვავებული იყო, რაც ნაწილობრივ მდინარე პარანის ჰიდროლოგიური მაჩვენებლებით იყო გამოწვეული. აღნიშნულ წელს, “სამი ხეობის” ჰიდროელექტროსადგურმა 98,8 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია აწარმოა.
ამ ორმა ჰიდროელექტროსადგურმა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის წარმოების კუთხით რეკორდი დაამყარეს. 2012 წელს “სამი ხეობის” სადგურის რეკორდი იყო 98,1 მლრდ კვტ.სთ და, ეს რეკორდი 98,63 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშაებით, 2013 წელს იტაიპუს ჰიდროელექტროსადგურმა მოხსნა.
იტაიპუს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ (1984 წლის მაისიდან), ჰიდროელექტროსადგურს გენერირებული აქვს 2 223 ტერავატ.სთ ელექტროენერგია. აღნიშნული სადგურის გამომუშავება ბრაზილიის ელექტროენერგიის მოხმარების 15%-ს, ხოლო პარაგვაის მოხმარების 75%-ს შეადგენს.
წყარო: “ენერგოპლატფორმა”