ქარის ტურბინები გერმანიაში – ტურბინის დემონტაჟი-უტილიზაცია 30 000 ევრო ჯდება

ქარის ტურბინები გერმანიაში – ტურბინის დემონტაჟი-უტილიზაცია 30 000 ევრო ჯდება

გერმანიაში, ქარის ტურბინები აქტიურად მონტაჟდება გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო. დღეს, ქვეყანაში 25 000-ზე მეტი ქარის ტურბინა მუშაობს. ბოლო პერიოდში, მოძველებული მოწყობილობების უტილიზაციის საკითხი გამწვავდა იმიტომ, რომ მათი დატოვება არა არის მომგებიანი. ასევე, მეორეს მხრივ, ქარის ტურბინების დემონტაჟი არის საკმაოდ ძვირი.

ეს პრობლემა აქტუალური, მათ შორის იმის გამოც გახდა, რომ ადგილობრივი კანონმდებლობით 20 წლის ტურბინები ექვემდებარება დემონტაჟს ან განახლებას. ეს უკანასკნელი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მფლობელი განახორციელებს ინვესტიციას სარემონტო და მოდერნიზაციის მიზნით და ასევე, სპეციალური კომისიაც დადებს შესაბამის დასკვნას, რომ ტურბინებს შეუძლია მუშაობა გამართულად. ამავე დროს, გერმანიის უძველესმა ქარის ტურბინებმა უკვე მიაღწიეს 20 წლის ბარიერს, ხოლო 25000 ტურბინიდან 7000 ქარის ტურბინა “აღნიშნავს” თავის მუშაობის მე-15 წელს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წელიწადში, აღნიშნული პრობლემა შეეხება ზღვის სანაპიროზე და ღია ზღვაში განლაგებულ ქარის ტურბინებსაც.

ერთ-ერთი მიზეზი, რამაც გამოიწვია აღნიშნული მოვლენები – ესაა ტექნოლოგიური პროგრესი. თანამედროვე ქარის ტურბინას შეუძლია გამოიმუშავოს უფრო მეტი ენერგია, ვიდრე ძველ/ათი წლის წინანდელ ქარის ტურბინებს. ამიტომაც, ტურბინების შეცვლა სასურველი და უმჯობესია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის საკითხიც, რომ ქარის ტურბინების 20 წლის მუშაობის შემდეგ, სახელმწიფო სუფსიდირებაც წყდება.

ერთი ქარის ტურბინის დემონტაჟი და უტილიზაცია დაახლოებით 30 000 ევრო ჯდება, რადგანაც დემონტაჟისთვის საჭიროა გიგანტური ზომის მოწყობილობები, რაც მოითხოვს ორი 150 ტონიანი ამწის არსებობას. რა თქმა უნდა, შეიძლება უბრალოდ ადგილზე დემონტაჟი (დამსხვრევა), როგორც იქცევა ზოგიერთი მფლობელი. მაგრამ, გადამუშავების თვალსაზრისით ეს იქნება ძნელი, რომ აღარაფერი ვთქვათ შესაძლო გაყიდვაზე მეორად ბაზარზე, როგორიცაა რუსეთი, იტალია, პოლონეთი, სადაც არსებობს გარკვეული მოთხოვნა ამ მოწყობილობებზე.

წყარო: “ენერგოპლატფორმა”

Leave a Reply

Menu Title