GWP-სა და გოგირდის აბანოების დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს

“GWP-სა და გოგირდის აბანოების დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს”

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, GWPსა და გოგირდის აბანოების დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს

“კერძო ბიზნესის ნაწილში, სამართლიან ქვეყანაში გადაუწყვეტავ თემებზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. თუმცა ჩვენ, როგორც მთავრობა, რა თქმა უნდა შევეცდებით მედიაციას იმისთვის, რომ კერძო ბიზნესი ყველანაირი დაბრკოლების გარეშე განვითარდეს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ეკონომიკის მინისტრმა,  დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა ერთდღიანი გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და გორგასლის ქუჩის ცენტრალური გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ისინი კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მიერ წყლის საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ და თბილისის მერისგან ითხოვენ, მოლაპარაკებები დაიწყოს GWP-სთან და გოგირდის აბანოებს დაუწესონ შეღავათიანი გადასახადი, ხოლო დაგროვილი დავალიანება ჩამოაჭრან.

მოგვიანებით “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გოგირდის აბანოები პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ.

Leave a Reply

Menu Title