რუსთავის აზოტი EBRD-სგან $155 მილიონს მიიღებს

რუსთავის აზოტი EBRD-სგან $155 მილიონს მიიღებს

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა“ და “რუსთავის აზოტს” შორის მიმდინარე 1 წლიანი მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.

მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ უმსხვილეს ქიმიურ კომპანიასა და ევრობანკს შორის  ხელშეკრულებაზე მუშაობა 2 თვეში დასრულდება. გარიგების დასრულებას ხელი შეუწყო “საპარტნიორო ფონდის” პროექტში მონაწილეობამაც.

ბოლო მონაცემებით, „რუსთავის აზოტი“ 155 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზს მიიღებს.  თავდაპირველად განიხილებოდა 200 მილიონის გამოყოფა, თუმცა როგორც ჩანს პროექტი კორექტირდა.

დაფინანსება მიმართული იქნება კომპანიის სასესხო ვალდებულებების შემსუბუქებისთვის, ასევე საწარმოო ხაზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზებისთვის.

მხარეები აცხადებენ, რომ ახალი საინვესტიციო პროგრამა გააორმაგებს კომპანიის წარმოების სიმძალვრეს და გააუმჯობესებს მის ენერგოეფექტურობას.

ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილების ქიმიური საწარმო აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

შეგახსენებთ, საწარმოში მიმდინარეობს ამიაკის, ნატრიუმის ციანიდის, აზოტმჟავის, ამიაკის წყლის და სხვა პროდუქციის წარმოება.

წყარო: Gbc.ge

Leave a Reply

Menu Title