„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პროფილაქტიკურ სამუშაოებს იწყებს

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პროფილაქტიკურ სამუშაოებს იწყებს

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს იწყებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სამუშაოების განხორციელება რიგ შემთხვევებში დაკავშირებულია ბუნებრივი გაზის მიწოდების გეგმურ შეწყვეტასთან, რის შესახებაც კომპანია აკეთებს შესაბამის განცხადებებს მედიასაშუალებების, საკუთარი ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით.

”კომპანია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ახდენს მოსახლეობის შესაბამისი ნაწილის ინფორმირებასაც. გვსურს აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოების მიმდინარეობისას რამდენჯერმე დაფიქსირდა მოსახლეობის მხრიდან უხეში და უნებართვო ჩარევა კომპანიის სპეციალისტების კომპეტენციაში, რაც პირდაპირ იწვევს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. ამგვარი ქმედებით შესაძლოა საფრთხის წინაშე დადგეს ადამიანთა სიცოცხლე.

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აცხადებს, რომ კატეგორიულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის ჩარევა კომპანიის მიერ წარმოებულ სამუშაოებში, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუთვალისწინებელი ნეგატიური შედეგები და ასევე მადლობას უხდის საკუთარ აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებული დისკომფორტის გამო გამოჩენილი გულისხმიერებისთვის”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Leave a Reply

Menu Title