“აჭარისწყალი ჯორჯიამ“ აჭარის მაღალმთიანეთში 21 საოჯახო საწარმო დააფინანსა

“აჭარისწყალი ჯორჯიამ“ აჭარის მაღალმთიანეთში 21 საოჯახო საწარმო დააფინანსა

ენერგომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი დღეს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, კომპანიის მიერ დაფინანსებული მცირე საოჯახო საწარმოების გახსნას და პროექტის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო.

,,ჩვენ ვცდილობთ აჭარის მაღლმთიანეთის გრძელვადიან განვითარებას შევუწყოთ ხელი,  პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ყველა პროექტის მიზანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება‘’, – განაცხადა სოლბერგმა.

“აჭარისწყალი ჯორჯიას” მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 21 საწარმო. დაფინანსებული საოჯახო საწარმოების საერთო ბიუჯეტი შეადგენს  282322 ლარს. საოჯახო საწარმოებში ჩართულია 65 ადგილობრივი მცხოვრები (დამფუძნებელი, დასაქმებული).

„აჭარისწყალი ჯორჯიია“, რომელიც არა მარტო რეგიონში, არამედ მთლიანად ქვეყანაში ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია, ხსენებულ პროექტს კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. პროექტის მიზანია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში, ჰესების მშენებლობის არეალში მცხოვრები 10 სოფლის მოსახლეობის გაძლიერება, სამიზნე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის საოჯახო საწარმოების ჩამოყალიბების და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების გზით.

პროექტს კომპანია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიის ინსტიტუტთან“ ერთად ახორციელებს.

კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია შუახევიჰესის პროექტს ახორციელებს მაღალმთიან აჭარაში. მშენებლობა ერთ წელიწადში სრულდება და ქვეყანას 197 მგვტ. სუფთა ენერგიის მწარმოებელი ჰიდროენერგოსადგური შეემატება.

Leave a Reply

Menu Title