" შაჰ-დენიზის გაზსადენზე შეფერხებაა"

” შაჰ-დენიზის გაზსადენზე შეფერხებაა”

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, შაჰ-დენიზის გაზსადენზე შეფერხებაა, რის გამოც საქართველო ამ დროისთვის ბუნებრივ აირის რუსეთიდან იღებს.

მისი თქმით, მსგავსი შემთხვევა შარშანაც იყო, როდესაც აფეთქების გამო სამხრეთ კავკასიურ მილსადენზე იყო გარკვეული პრობლემები.

„ ასე იყო შარშან ზაფხულში, როდესაც აფეთქების გამო სამხრეთ კავკასიურ მილსადენზე იყო გარკვეული პრობლემები. შაჰ-დენიზი რთული გეოლოგიური პირობების მქონე საბადოა, არის ხოლმე შეფარხებები. შეფერხების შესახებ შეტყობინება მივიღეთ. შესაბამისად, ბუნებრივ აირს ვიღებთ ალტერნატიული წყაროებიდან, რაც გვაქვს – ყაზახის მილსადენი და რუსეთიდან შემომავალი მილსადენი. ეს არის სუფთა ოპერატიული მართვის თემა. თუ რაღაც შეფერხებაა ერთ წყაროზე, დეფიციტს ვავსებთ ალტერნატიული წყაროებით, რათა შენარჩუნებული იყოს უწყვეტი გაზმომარაგება და ეს არ იგრძნოს არც ერთმა მომხმარებელმა“,

– განაცხადა ვალიშვილმა.

Leave a Reply

Menu Title