ანაკლიის პორტის სამშენებლო არეალში ათასამდე მიწის ნაკვეთი და 400-მდე შენობა ექცევა. აქედან 110-მდე საცხოვრებელი ობიექტია.
მიწის ნაკვეთები და შენობა ნაგებობები ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM-ის ქვეკონტრაქტორმა „გეოგრაფიკმა“ აღწერა.
კომპანიამ ხუთშაბათს, შედეგები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას და ადგილობრივ მთავრობას გააცნო.
გუბერნატორის განცხადებით, არცერთი მესაკუთრე შესაბამისი კომპენსაციის გარეშე არ დარჩება.
შეგახსენებთ, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების ვალდებულება ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM-მა აიღო, კონსორციუმი “თიბისი ჯგუფისა” და ამერიკული “კონტი ჯგუფის” მიერ არის დაფუძნებული.
კონტი აშშ-ში ინფრასტრუქტურული მიმართულებით ერთ-ერთი ცნობილი კომპანიაა.
წყარო: gbc.ge