შარშან საქართველოში ნავთობისა და გაზის სექტორში $76 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო

შარშან საქართველოში ნავთობისა და გაზის სექტორში $76 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო

2015 წელს, საქართველოში ნავთობისა და გაზის სექტორში 75 696 588 აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ წლიურ ანგარიშში. თანხა არააუდირებულია.

საქართველოში 20 სალიცენზიო ბლოკზე ნავთობისა და გაზის ოპერაციებს აწარმოებს 10 კომპანია.
2015 წლის განმავლობაში მოპოვებულია 40153 ტონა ნავთობი და 16 542 667 კუბური მეტრი გაზი (თავისუფალ გაზი+ნავთობის მომყოლი გაზი).

ლიცენზირებულმა ნავთობგადამამუშავებელმა საწარმოებმა 12 460 ტონა ნედლი ნავთობი გადაამუშავეს, წარმოებულია: 4 610 ტონა დიზელი; 2233,47 ნაფტა; 5214,54 ტონა მაზუთი; 6,5 ტონა ბიტუმი.

 წყარო: gbc.ge

Leave a Reply

Menu Title