გორში "მდგრადი ენერგეტიკის დღე" ჩატარდა

გორში “მდგრადი ენერგეტიკის დღე” ჩატარდა

4 ივნისს, ქალაქ გორში ჩატარდა “მდგრადი ენერგეტიკის დღე”, რომლის ფარგლებშიც საზეიმოდ გაიხსნა ქალაქ გორის სამხედრო ჰოსპიტალში განხორციელებული მზის წყალგამაცხელებელი სისტემის სადემონსტრაციო პროექტი.

სამუშაო ჩატარდა “განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია “BP საქართველოსა” და მისი პარტნიორების მიერ ნავთობისა და გაზის სფეროში.

პროექტი განახორციელა კავშირი “ენერგოეფექტურობის ცენტრმა”.

ასევე “მდგრადი ენერგეტიკის დღის” ფარგლებში მოეწყო, მედია ტური ჟურნალისტებისთვის, რომლებმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში განხორციელებულ სადემონსტრაციო პროექტთან ერთად დაათვალიერეს კავშირი “ენერგოეფექტურობის ცენტრის” მიერ, გორის #16-ე საბავშვო ბაღში განხორციელებული სადემონსტრაციო პროექტი.
მედია ტურის ჟურნალისტებმა ასევე დაათვალიერეს ელექტროფიკაციის დასახლებაში დამონტაჟებული გარე განთების ახალი LED ტიპის სანათები. აღნიშნული პროექტი ქალაქ გორის მერიამ განახორციელა.

Leave a Reply

Menu Title