საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსება მომავალ წელს მკვეთრად გაიზრდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსება მომავალ წელს მკვეთრად გაიზრდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსება მომავალი წლისთვის მკვეთრად გაიზრდება. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ გასვიანი „კომერსანტთან” აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი 526 მილიონი ლარია, საიდანაც 275 მილიონი ავტომაგისტრალების მშენებლობაზე მოდის. გასვიანი ამბობს, რომ მიმდინარე წლის დაფინანსება თითქმის იგივეა რაც გასულ წელს იყო, თუმცა მომავალ წელს უნდა მოხდეს მკვეთრი ზრდა, რომ საუღელტეხილო მონაკვეთებზე და სხვადასხვა  სექციებზე დაიწყოს აქტიურად მუშაობა.

გასვიანის ინფორმაციით, ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიან მონაკვეთზე, 7 კილომეტრიანი მონაკვეთის ექსპლუატაციაში შეყვანა მაისშია დაგეგმილი. ამის შემდეგ კი 2 სატრანსპორტო კვანძისა და 2 ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელთა დასრულება წლის ბოლოსაა დაგეგმილი. ამის შემდეგ,  იწყება ზემო-ოსიაური-ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მშენებლობა. გასვიანის თქმით, ჩქაროსნულ მაგისტრალზე სამუშაოები დაგეგმილ ვადებში ხორციელდება.

გარდა ჩქაროსნული მაგისტრალისა, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მუშაობს ზესტაფონი-ქუთაისის 15 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ხელშეკრულების პირობებით წელს უნდა დასრულდეს.  აქტიური სამუშაოები მიდის ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტზე, რომელიც გულისხმობს ბათუმამდე მისასვლელ გზას და ასევე დაწყებულია ბათუმის შემოვლითი გზის ტენდერის მომზადება, რომ დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title