"წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში 4 ჰესი შევა"

“წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში 4 ჰესი შევა”

ვიცე-პრემიერის/ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და განხორციელდება უახლოეს მომავალში.

” – ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და განხორციელდება უახლოეს მომავალში: წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში შევა: კინტრიში ჰესი, ნაბეღავი ჰესი, დარიალი ჰესი და შუახევჰესების კასკადი. დაგეგმილია 5 ჰესის მშენებლობის დაწყება, მათ შორის მნიშვნელოვანია მტკვარი ჰესის პროექტი (100 მლნ აშშ დოლარი) და ნამახვან ჰესების კასკადი (1 მლრდ დოლარზე მეტი ინვესიტიცია)
ასევე ტატას ჰიდროელექტროსადგურები აჭარაში – შუახევიჰესის გახსნას ნოემბერში ვფიქრობთ და შესაბამისად, დეკემბერ-იანვარში შევა ექსპლუატაციაში. დაახლოებით 417 მილიონი დაიხარჯა მხოლოდ ამ პროექტის განხორციელებაზე.

წელს ასევე ექსპლუატაციაში შევა დარიალის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ასევე ყაზბეგის რაიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და სხვათა შორის, როცა ხელისუფლებაში მოვედით, გაჩერებული, ჩავარდნილი პროექტი იყო. მალე დასრულდება კინტრიშას ელექტროსადგური და კიდევ უამრავი მცირე და საშუალო ჰესების შევა ექსპლუატაციაში წელს.

ასევე წელს იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მაგალითად მტკვარის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც სამცხე-ჯავახეთშია და გაჩერებული იყო. თანაინვესტირების ფონდმა შეიძინა ეს პროექტი და შესაბამისად გამოცოცხლდა ამ პროექტის განხორციელება, რომელსაც ძალიან მალე გავხსნით. ასევე გამოცხადებული გვაქვს ნამახვანზე ინტერესთა გამოხატვა, 450 მეგავატის სიმძლავრის და ერთ-ერთი დიდი სადგური იქნება ქვეყანაში. ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანია გამოხატავს ინტერესს ამ პროექტის მიმართ და შესაბამისად, უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი გამარჯვებული კომპანია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ipress.ge

Leave a Reply

Menu Title