ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა

ლონდონის ბირჟაზე, Brent–ის ტიპის ნავთობის მსოფლიო ფასი ერთბაშად 7%–ით შემცირდა და ბარელზე 40,22 დოლარი შეადგინა.

ფასების ვარდნა იმითაა გამოწვეული,  რომ დოჰაში კვირას გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა ნავთობის მოპოვების გაყინვის შესახებ. შემდეგი შეხვედრა იმავე ფორმატში ივნისშია დაგეგმილი.

2016 წლიდან ნავთობის ფასები 30 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. დოჰას შეხვედრის მიზანი ამ ფასების კორექტირება იყო. ხელშეკრულების შავი ვარიანტი, რომლის განხილვასაც მწარმოებლები გეგმავდნენ, ითვალისწინებდა მოპოვების გაყინვას იანვრის დონეზე, მიმდინარე წლის ოქტომბრამდე.

Reuters–ის ინფორმაციით, „ოპეკის“ ქვეყნები იმედოვნებენ, რომ პირველ ეტაპზე შეთანხმებას გაერთიანების ფარგლებში მიაღწევენ.

„მოლაპარაკებები დასრულდა, შეთანხმება არ არის,“ – განუცხადა სააგენტო „ინტერფაქსს“ მოლაპარაკებებთან დაახლოებულმა წყარომ.

თავად შეხვედრა რამდენიმესაათიანი დაგვიანებით დაიწყო, რისი მიზეზიც ირანსა და საუდის არაბეთს შორის არსებული დაპირისპირებაა. შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის განცხადებით, ისინი არ გეგმავენ ნავთობის მოპოვების შეზღუდვას, თუკი სხვა მწარმოებლები, მათ შორის ირანი, დოჰაში არ მოილაპარაკებდნენ მოპოვების გაყინვის შესახებ.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title