KEMA Consulting-ის ექსპერტები სემეკს კონსულტაციებს გაუწევენ

KEMA Consulting-ის ექსპერტები სემეკს კონსულტაციებს გაუწევენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ახალი პროექტი დაიწყო.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სემეკიდან აცნობეს, პროექტი – „საკონსულტაციო მხარდაჭერა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის“, რომელსაც გერმანული კომპანია DNV GL – KEMA Consulting GmbH განახორციელებს, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში მოქმედი ნორმატიული აქტების, ევროპის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას მოიცავს.

პროექტის გახსნას ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიები, დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ. პროექტის შესახებ პრეზენტაცია გერმანული კომპანია DNV GL – KEMA Consulting GmbH-ის რეგულირებისა და პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, პროექტის ხელმძღვანელმა კონსტანტინ პეტროვმა წარადგინა.

სემეკის წევრმა გოჩა შონიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უცხოელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარება კომისიის ნორმატიული აქტების ჰარმონიზების მიმართულებით.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, 12 თვის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში გერმანული კომპანია DNV GL – KEMA Consulting GmbH-ის ექსპერტები სემეკის თანამშრომლებს, რეკომენდაციებს გაუწევენ, ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის ქსელებში დანაკარგების მეთოდოლოგიასთან და დანაკარგების შემცირების მიდგომებთან, მომსახურების ხარისხის რეგულირებასთან, მიწოდების საიმედოობის სავალდებულო სტანდარტებთან, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელთან, სექტორის მონაწილეებისთვის დადგენილი სალიცენზიო წესების გადახედვასა და ლიცენზირებასთან, ინვესტიციების შეფასების ზოგად პრინციპებთან დაკავშირებით.

პროექტის ფარგლებში მოხდება ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის იმპლემენტაცია.

წყარო: ipn.ge

Leave a Reply

Menu Title