"აზერბაიჯანს აქვს სურვილი დააფინანსოს გაზსაცავის პროექტის ნაწილი"

“აზერბაიჯანს აქვს სურვილი დააფინანსოს გაზსაცავის პროექტის ნაწილი”

ამის შესახებ ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა.

” – აზერბაიჯანს (სოკარს) აქვს სურვილი, მიიღოს მონაწილეოა და დააფინანსოს ამ პროექტის ნაწილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გაზსაცავის საკონტროლო პაკეტი ქართულ მხარეს, ამ შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის კორპორაციას უნდა ჰქონდეს. 51%-ზე მეტი ჩვენს მართვაში იქნება.

აზერბაიჯანის გარდა ამ პროექტთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტეტბს, დონორებს. ისინი დაინტერესებულები არიან გაზსაცავის მშენებლობსი პროექტის დაფინანსებით. ჩვენ რამდენიმე ფინანსურად ხელსაყრელი წინადადება უკვე მივიღეთ. თუმცა, ამ პროექტსი განხორციელებისთვის ჩვენს თანხებსაც გამოვიყენებთ”, – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

მისი თქმით, გაზსაცავის პროექტი დაახლოებით 250 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, თუმცა, დამატებითი კვლევები კიდევ უფრო დააზუსტებს ამ ციფრს.

თვალაბეიშვილმა განმარტებით, ჩვენი ქვეყნისთვის გაზსაცავის მშენებლობა მნიშვნელოვანია, რადგან ის კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply

Menu Title