საქართველოს დიდი ენერგოეფექტური რესურსი გააჩნია

საქართველოს დიდი ენერგოეფექტური რესურსი გააჩნია

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევის ანგარიში მზად არის მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ქვეყანას გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა სხვადასხვა აქტივობების, ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის დირექტივებთან და კანონმდებლობასთან მისაახლოვებლად. მათ შორის, ევროკავშირის ისეთ სტანდარტებთან, როგორიცაა: ელექტროენერგიის ფასები, განახლებადი ენერგეტიკის, ენერგოეფექტური შენობებისა და ელექტრომოწყობილობების ხელშეწყობა-წახალისება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ენერგოეფექტურობის დანერგვის ხელშწყობის მიზნით, სამოქმედო გეგმა შენობების, ტრანსპორტისა და ენერგიის წარმოების სექტორში სტარტეგიის ფორმულირებაზე მუშაობს.
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული მეშვიდე ჩარჩო (EP7) პროგრამის Ener2i-ის პროექტის ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ანგარიში მომზადდა. ანგარიშის მიზანია საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ანალიზი და განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის სექტორში პოტენციალის განსაზღვრა, შესაბამისი ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიების მიმოხილვა. რამდენიმე დღის წინ სამუშაო შეხვედრა გამართა ენერგეტიკის, ინოვაციებისა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოში. ქართველ ენერგეტიკოსებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ინოვაციების სააგენტო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ავსტრიის სოციალური ინოვაციების ცენტრი და სხვა.

Ener2i – ენერგეტიკული კვლევები ინოვაციაში მიმართულია თანამშრომლობის გაძლიერებისკენ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან. ენერგეტიკულ კვლევებსა და ენერგოინოვაციას შორის კავშირის გასაძლიერებლად.
„საქართველოს ნავთობისა და გაზის საკმაოდ მოკრძალებული რესურსები გააჩნია, რის გამოც მოთხოვნილი პირველადი ენერგიის წყაროების დაახლოებით 90% იმპორტირებულია, რაც მთლიანი მიწოდებული ენერგიის 2/3-ს წარმოადგენს. თუმცა, საქართველო წარმოადგენს ბუნებრივი აირისა და ნედლი ნავთობის რეგიონალურ სატრანზიტო დერეფანს და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ენერგიის მიწოდებაში. ამრიგად, ის ევროკავშირის საიმედო ენერგო პარტნიორია“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ცნობისთვის, დღეს განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების იმპორტიორი ქვეყნებია – თურქეთი, ჩინეთი, უკრაინა და გერმანია. თუმცა, ადგილობრივ ბაზარზე წარმოების ენერგოეფექტური მასალების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ხელმისაწვდომი. ამ მხრივ საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსები გააჩნია – მზე, ქარი, გეოთერმული, ჰიდრო და ბიომასის რესურსები. განახლებადი ენერგიის წყაროების წლიური პოტენციალი შესაძლებელია შეფასდეს დაახლოებით 10-15 ტერავატ/საათში. ეს კი საკმარისი ენერგიაა იმისათვის, რომ ქვეყნის წლიური მოთხოვნების მესამედი დააკმაყოფილოს. თუმცა, ამჟამად პოტენციალის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილის გამოყენება ხდება,“ – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, ბაზრის ახალი მოთამაშე გახდეს და უფრო მეტად გაზარდოს არსებული სიმძლავრეები და ამ სექტორში ახალი პროდუქციის წარმოება გააფართოვო.

bpn.ge

Leave a Reply

Menu Title