თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება

თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება

თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2016 წლის ზაფხულში დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 მილიონ 121 ათასი ლარია.
თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 14,7 კმ-იანი სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გამარჯვებასა და გარდაბანზე გადის. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარის დაგება, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნების, ავტოპავილიონების, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, გვერდულების, კიუვეტების, გაბიონების და საგზაო ნიშნების მოწყობა და ასევე, გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

ამ დროისთვის, გზის გვერდულებისა და სარეაბილიტაციო მონაკვეთზე არსებული ხიდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

Leave a Reply

Menu Title