მომავლის პროექტი – მზის ენერგიაზე მომუშავე ზესწრაფი მატარებელი

მომავლის პროექტი – მზის ენერგიაზე მომუშავე ზესწრაფი მატარებელი

რევოლუცია ტრანსპორტის სფეროში – საათში 1 220 კმ/სთ-ით მოძრავი Hyperloop-ი. მისი ავტორი  ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და გამომგონებელი, ელონ მასკია.

მასკი კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის, SpaceX-ისა და ელექტრომობილ Tesla Motors-ის დამფუძნებელია. მასვე ეკუთვნის SolarCity-სა და PayPal-ის პროექტები. ის ელექტროძრავზე მომუშავე თვითმფრინავის შექმნასა და სხვა პროექტებზე მუშაობს. შეიძლება ითქვას, რომ მასკი მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობს. ამჯერად მსოფლიო მედიის ყურადღება მან Hyperloop-ის პროექტით მიიპყრო, რომელმაც შეიძლება ტრანსპორტირების ძველი მეთოდები სრულიად შეცვალოს.

Hyperloop-ი არის აბსოლუტურად ახალი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმ სირთულეებს უვლის გვერდს, როგორებიცაა საწვავის დანახარჯი, მგზავრობის დრო და ამინდი.

რაც მთავარია, იგი დღემდე არსებულ ყველა ტრანსპორტზე უფრო ჩქარია და საათში 1 220 კმ/სთ-ს განვითარება შეუძლია. Hyperloop-ი სპეციალურ მილებში მოთავსებული ერთგვარი კაფსულაა. მნიშვნელოვანია, რომ იგი მზის ენერგიაზე მუშაობს და ამინდის ცვალებადობას, ან თუნდაც მიწისძვრას მის ეფექტურობაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. აღსანიშნავია, რომ Hyperloop Transportation Technologies-მა სლოვაკეთის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია, სადაც პირველი Hyperloop-ის ხაზი შეიქმნება. ამასთან, მომავლის პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ავსტრიისა და უნგრეთის მთავრობებთან მიმდინარეობს.

გუშინ Hyperloop-მა ნევადაში ტესტი წარმატებით გაიარა და 1.1 წამში 187 კმ/სთ განავითარა, რამაც კონცეფციის სანდოობა უფრო მეტად გაზარდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ Hyperloop-ის ინჟინრებს ახალი ტექნოლოგიის რეალობად გადაქცევისათვის კიდევ არაერთი დაბრკოლება აქვთ გადასალახი. „ჩვენ მსოფლიო დონის პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად ტრანსპორტიზაციის მომავალს შევცვლით და შევქმნით უფრო ჩქარ, უსაფრთხო, ეფექტურ და მდგრად სისტემას, რომელიც ადამიანებისა და საგნების გადაადგილებაში დაგვეხმარება,“ განაცხადა Hyperloop One-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რობ ლოიდმა.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title