ენგურჰესი თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს

ენგურჰესი თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს

წყალუხვობის გამო, 2015 წლის ზაფხულში „ენგურჰესზე“ ელექტროენერგიის ჭარბი გამომუშავებაა დაგეგმილი. შიდა ბაზრის 100%-ით ათვისების გარდა, ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია თურქეთში გაიყიდება.

შ.პ.ს ენგურჰესმა და მისმა შვილობილმა კომპანია შ.პ.ს. “ვარდნილჰესების კასკადიმა” საექსპორტო ელექტროენერგიის საქართველო-თურქეთის საზღვარზე რეალიზაციის მიზნით კონკურსი 2015 წლის მარტის თვეში გამოაცხადეს.

შპს “ენგურჰესისა“ და შპს “ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ წარმოებული და 2015 წლის განმავლობაში საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგის ჯამური მაქსიმალური მოცულობა 200 მილიონ კვტ.სთ შეადგენს .

ელექტროენერგიის მიწოდება მიმწოდებლის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება DAP (საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი, ქვესადგური ახალციხე 500/400/220, გადამცემი ხაზი – “მესხეთი“) INCOTERMS 2010-ის მიწოდების პირობის შესრულებით.

ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდება 2015 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვეში. მაისის თვეში დაახლოებით 64 მლნ კვტ.სთ, ივნისის თვეში 116 მლნ კვტ.სთ და ივლისის თვეში 20 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ექსპორტი.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ზაფხულის თვეებშიც განახორციელა ენგურჰესმა ელექტროენერგიის ექსპორტი, თურქეთის მიმართულებით.

ხელშეკრულების თანახმად, ივნის-აგვისტოში თურქეთში ექსპორტზე 200 მლნ კვტ.საათის ოდენობის ელექტროენერგია გავიდა. 1 კვტ.საათის ღირებულებამ 7,5 აშშ ცენტი შეადგინა.

Leave a Reply

Menu Title