სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აქტიურად განაგრძობს ზაფხულის სეზონისთვის მზადებას. მხოლოდ ურეკისა და შეკვეთილის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით კომპანიამ განახორციელა 300 000 ლარის ინვესტიცია.
მაისის ბოლოს ექსპლუატაციაში შევა ახალი, მიწიქსვეშა 10 კვ 3,5 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ელექტროენერგიით მოამარაგებს დაბა ურეკს და შეკვეთილის ნაწილს. აღნიშნულ რაიონებს აქამდე ელექტროენერგია მიეწოდებოდა მხოლოდ ერთი ხაზით; ხოლო ახალი ხაზი იქნება ალტერნატიული წყარო, რომელიც გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობას. ხაზის მშენებლობა დაიწყო აპრილის დასაწყისში და დასრულდა ორ თვეში.
ზაფხულის სეზონისთვის მზადების ფარგლებში, ურეკში აგრეთვე დაიდგა 2 ახალი სატრანსფორმატორო პუნქტი და შეიცვალა დაბალი ძაბვის მიწიქსვეშა საკაბელო ქსელი.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.