"შუახევიჰესის მსგავსი ელექსტროსადგური საქართველოში ჯერ არ აშენებულა"

“შუახევიჰესის მსგავსი ელექსტროსადგური საქართველოში ჯერ არ აშენებულა”

“შუახევიჰესის მსგავსი ელექსტროსადგური საქართველოში ჯერ არ აშენებულა” – ამის შესახებ ექსპერტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ შუახევიჰესის კასკადის მშენებლობა შემოდგომაზე სრულდება. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. შუახევიჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, ზამთრის თვეებში ენერგოდეფიციტის დროს მთლიანად დარჩება საქართველოში, ხოლო მაშინ როცა ქვეყანაში ელექტროენერგია ჭარბია ექსპორტზე გავა. ამ დროისთვის პროექტის 80% მეტი უკვე დასრულებულია.

“შუახევიჰესი არის უნიკალური პროექტი, რომელიც ხორციელდება ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. თამამად შეიძლება ითქვას რომ მსგავსი ელექსტროსადგური საქართველოში ჯერ არ აშენებულა. პროექტზე მუშაობდნენ როგორც უცხოელი ასვე ქართველი ენერგეტიკოსები.
შუახევიჰესი მნიშვნელოვან ეფექტს მოახდენს საქართველოს ენერგეტიკაზე. ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია არამარტო შუახევიჰესი, არამედ სხვა დიდი და მცირე ჰესების მშენებლობაც დროულად და წარმატებულად განხორციელდეს”,

– აცხადებს გია არაბიძე.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply