მსოფლიო ბანკი აფრიკულ მზის ენერგიაში ინვესტირებას გეგმავს

მსოფლიო ბანკი აფრიკულ მზის ენერგიაში ინვესტირებას გეგმავს

მსოფლიო ბანკი, აფრიკულ მზის ენერგიის  პროექტებში ინვესტიციების სახით 5.5 მილიარდი დოლარის ჩადებას გეგმავს. მსოფლიო ბანკში აცდახებენ, რომ 750 მილიონი დოლარი  „სუფთა ტექნოლოგიების ფონდიდან“ გამოიყოფა, ხოლო დარჩენილი თანხა სხვა წყაროებიდან იქნება მოძიებული. ბანკი პროექტის დასრულებას მიმდინარე წელს აპირებს. მათი სურვილია პროექტში 5 ქვეყანა ჩართონ და იმედოვნებენ, რომ მსოფლიო მასშტაბით მზის ენერგიის ათვისება 3-ჯერ მაინც გაიზრდება. მზის სადგურების მშენებლობა ახალი ტექნოლოგიით მოხდება. სარკეების გამოყენებით მზის სინათლის კონცენტრირებას ერთ წერტილში ახდენს, შემდგომ კი თბილი წყლის გამოყენებით მართავს ტურბინებს.

11 ობიექტისგან შემდგარი კონსტრუქციის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო.  აფრიკული პროექტის მიზანია 2020 წლისთვის 900 მგვტ. სიმძლავრის წარმოქმნა.

ამ პროქტით წელიწადში 1.7 მილიონი ტონა სათბური გაზების ემისიები შემცირდება ატმოსფეროში, რაც დაახლოებით იგივეა, რაც 600 ათასი ავტომობილის გაქრობა.

პროექტი დაახლოებით 10 ათას ახალ სამუშაო ადგილს წარმოქმნის ალჟირში, ეგვიპტეში, იორდანიაში, მაროკოსა და ტუნისში. ასევე ენერგიით მომარაგდება არამარტო ამ რეგიონის ქვეყნები, არამედ ევროპაც.

ევროპის მხრიდან აქტიურად არის ჩართული დიდი ბრიტანეთი, რომელიც მზის სადგურის მშენებლობაში 91 მილიონის ინვესტიცირებას გეგმავს. ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრი გარეთ ტომასი ამ პროექტის განხორციელების მომხრეა. “ფართომასშტაბიანი მზის ენერგიის ათვისებას, უახლოესი ათწელეულის განმავლობაში შეამცირებს საწვავი წიაღისეულების გამოყენებას და კლიმატის ცვლილებაზე გამანადგურებელ ეფექტს“, –  აცხადებს ტომასი.

გიორგი კაპანაძე

Leave a Reply

Menu Title