ბათუმის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ბათუმის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ბათუმის ნაწილს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც ”ენერგო-პრო ჯორჯიიდაში” აცხადებენ, ჯავახიშვილის, აბუსერიძის, ჭავჭავაძის, რუსთაველის, გრიბოედოვის, პუშკინის, ოძელაშვილის, გორგილაძის, გორგასლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების 7500 აბონენტს.

ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა გათიშულ აბონენტს.

Leave a Reply

Menu Title