გერმანიაში, შესაძლოა, საწვავზე მომუშავე ავტომობილები აიკრძალოს

გერმანიაში, შესაძლოა, საწვავზე მომუშავე ავტომობილები აიკრძალოს

გერმანია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც საწვავზე მომუშავე მანქანების აკრძალავის ოფიციალურ თარიღს დაადგენს და მათ ელექტრომობილებით ჩაანაცვლებს.

კანონში აღნიშნული ცვლილებების შეტანით სხვა ქვეყნებიც არიან დაინტერესებულნი, მათ რიცხვში ნორვეგია, დანია და ინდოეთიც შედის.

თუმცა, იმ დროს როდესაც ნორვეგიელები და დანიელები დეტალებზე მსჯელობენ გერმაინიას შესაბამის კანონში ჩასწორებები უკვე შეაქვს. ცვლილების შესაბამისად გერმანიის ხელისუფლება იმედოვნებს რომ 2025 წლისთვის ატმოსფეროში ნახშიროჟანგის დონე 80-95%-ით შემცირდება.

გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად 1990 წლის შემდეგ ვითარება არ შეცვლილა. ელექტროენერგიაზე მომუშავე მანქანების შემოყვანის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ეს დადებითი პრეცედენტი და ეკოლოგიური მომავლისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

მოსახლეობისთვის სტიმულის მისაცემად ელექტრომობილზე 4 000 ევროს ოდენობის ფასდაკლება იქნება.

გერმანიაში 45 მილიონზე მტი სატრანსპორტო საშუალებაა დარეგისტრირებული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება საწვავზე მომუშავე ახალი მანქანების შეძენა-შეტანას ეხება და მომავალი 20 წლის განმავლობაში უკვე არსებული მანქანების აკრძალვას არავინ გეგმავს.

allnews.ge

Leave a Reply

Menu Title