ხვალ რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ხვალ რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ხვალ, თეთრიწყაროს, წალკის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძის, ახალციხისა და ადიგენის რაიონის მცხოვრებელების ნაწილს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 12:30-დან 15:00 საათის შუალედში, ეტაპობრივად, 30-30 წუთით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 11 129 აბონენტს თეთრიწყაროსა და წალკის რაიონებში, 15602 აბონენტს ახალქალაქის, 7725 აბონენტს ნინოწმინდის, 3793 აბონენტს ასპინძის, 16901 აბონენტს ახალციხისა და 5482 აბონენტს ადიგენის რაიონებში.
”სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდება უფრო საიმედო და ხარისხიანი გახდება. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს”, – აცხადებენ კომპანიაში.

Leave a Reply

Menu Title