ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ნავთობის ფასი ნორვეგიაში გაზისა და ნავთობის საბადოებზე დასაქმებული მუშა ხელის გაფიცვის შედეგად გაიზარდა. 755 მუშა 7 ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე შაბათიდან მოყოლებული გაფიცულია. ამ ფონზე ნორვეგიაში, როგორც დასავლეთ ევროპის უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ ქვეყანაში პროდუქციის წარმოებამ იკლო, რაც სტიმული აღმოჩნდა ნავთობის ფასის ზრდისთვის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასმა ზრდა საკმაოდ სერიოზული გაუფასურების შემდეგ დაიწყო, რაც დოლარის გაძლიერებას და შესაბამისად ნავთობის იმპორტიორი ქვეყნებისთვის გაძვირებას მოყვა.

საინტერესოა, რომ 2015 წელს ოპეკის ქვეყნების შემოსავალი ნავთობის გაყიდვებიდან 45,8 პროცენტით შემცირდა. მათ ჯამში 518,2 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს, რაც 2005 წლის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია. საექსპორტო შემოსავლებიდან ყველაზე მეტი წილად საუდის არაბეთს ხვდა – 157,9 მლრდ დოლარი. შემდეგ მოდის ერაყი – 54,4 მლრდ დოლარით და არაბეთის გაერთიანებული საემირატოები – 52,4 მლრდ დოლარით. ყველაზე ღარიბი ოპეკის ქვეყნებიდან არის ლიბია, რომლის შემოსავალმაც ნავთობის

გაყიდვებიდან 4,9 მლრდ დოლარი შეადგინა.

27.06.2016

„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას:

დღეს დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან:

ევრო გამყარდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1071 მიმდინარეობს.

გამყარდა ფუნტი სტერლინგი დოლართან მიმართებაში და ვაჭრობა 1,3312 ნიშნულთან მიმდინარეობს.

დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 101.90 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:

ოქროზე ფასმა მოიმატა 0,36%-ით და ვაჭრობა 1319.90 ნიშნულთან მიმდინარეობს.

დაიკლო ვერცხლის ფასმა 0,16 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 17.72 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ნედლი ნავთობის ფასმა მოიმატა 1,47%-ით და ბარელზე შეადგინა 47.01 დოლარი.

ავტორ(ებ)ი : Admiral Market Georgia-ს ანალიტიკური ჯგუფი

Leave a Reply

Menu Title