Google-ს ელექტროენერგიით ქარზე მომუშავე ნორვეგიული ელექტროსადგური მოამარაგებს

Google-ს ელექტროენერგიით ქარზე მომუშავე ნორვეგიული ელექტროსადგური მოამარაგებს

მომდევნო 12 წლის განმავლობაში კომპანია Google-ს ელექტროენერგიით ნორვეგული კომპანია Norsk Vind Energi მოამარაგებს. შესაბამის შეთანხმებას ორმა კომპანიამ გუშინ მოაწერა ხელი.

Google-სთვის განკუთვნილ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს ქარზე მომუშავე ელექტროსადგური, რომლის მშენებლობაც ნორვეგიაში ამჟამად მიმდინარეობს.

გეგმის თანახმად, აღნიშნული ელექტროსადგური, სახელად Tellenes ექსპლუატაციაში 2017 წლის ბოლოსთვის შევა.
მშენებლობის დასრულების შემდეგ ის ნორვეგიაში ყველაზე მსხვილი მსგავსი ობიექტი იქნება და ელექტროენერგიით ევროპაში მდებარე Google-ის დატა-ცენტრების ოფისებს მოამარაგებს.

გარიგების ღირებულება უცნობია, თუმცა როგორც Google-ის წარმომადგენელმა მარკ ომანმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, ეს არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title