ელექტროენერგიის ფასები საქართველოსა და თურქეთში

ელექტროენერგიის ფასები საქართველოსა და თურქეთში

2016 წლის მაისის თვეში თურქეთში ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი საბაზრო ფასი, აშშ დოლარში გამოსახული, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უცვლელი დარჩა, ლირაში კი ფასი 10.5%-ით გაიზარდა.

საქართველოში ფასები საბალანსო ელექტროენერგიის  წ/წ 37.9%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 4.7 აშშ ცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საბალანსო ელექტროენერგიის ეს ფასი რეალობას კარგად არ ასახავს, რადგან 2016 წლის მაისში საბალანსო ბაზარზე მთლიანი ელექტროენერგიის მხოლოდ 1.7% ივაჭრებოდა, დანარჩენი ვაჭრობა კი ორმხრივი კონტრაქტების საფუძველზე მოხდა.

ცნობისთვის, მაისის თვეში საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 85% იყო, ხოლო იმპორტის – 15%.

13576754_1380623861952917_1065406366625885285_o

Leave a Reply

Menu Title