2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, ახალციხის მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა მიიჩნია, რომ ქოხში, რომელსაც ამ ფოტოზე ხედავთ, 2012 წელს ორმა ბიზნესმენმა საკუთარი ნებით გადაიხადა 1 900 000 (ერთი მილიონ ცხრასი ათასი ლარი).
ზაალ იაკობიძე: („სენტა ჯგუფის“) დამფუძნებელი: 2010 წლის ნოემბრის ბოლოს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად ბრალდებულმა დავით კეზერაშვილმა დაგვიბარა ე.წ. bns gold „პიქსელი“-ს შენობაში და 60 000 000 დოლარად შეფასებული შპს ”სენტა პეტროლიუმის” და შპს ”ბემონის” აქტივების მის მიერ დასახელებულ კომპანიებზე, შეუსაბამოდ დაბალ ფასად, მიყიდვა მოგვთხოვა. შეხვედრისას განგვიმარტა, რომ მის მიერ შემოთავაზებული ფასი, განხილვას არ ექვემდებარებოდა და გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიგვეღო.
უარის შემთხვევაში, როგორც მან გვითხრა, მოხდებოდა ჩვენი დაპატიმრება და ბიზნესის წართმევა. ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით გვემუქრებოდა.
ყოველი მომდევნო შეხვედრისას, თავდაპირველად დასახელებულ თანხას კეზერაშვილი ამცირებდა, რაც საბოლოოდ 22,200,000 აშშ დოლარით განისაზღვრა.
ბიზნესმენებს 22,200,000 დოლარიდან 16,000,000 დოლარი, არსებული საბანკო კრედიტის მომსახურებისა და ბიუჯეტის წინაშე, აღნიშნული ნასყიდობის გაფორმების შედეგად გამოწვეული გადასახადების დასაფარად გადაახდევინეს
დავით მიმინოშვილი: ჩვენი უბედურება ამით არ დამთავრებულა. 2012 წლის მაისში პროკურატურამ ორივე დამფუძნებელს, ზაალ იაკობიძესა და დავით მიმინოშვილს წაგვიყენა აბსურდული ბრალი და სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეგვიფარდა. გლდანის ციხეში, ისევ არნახული ზეწოლის შედეგად, იძულებულნი გავხდით, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის სანაცვლოდ 4 000 000 ლარი გადაგვეხადა.
2012 წლის 12 ივლისს, კვლავ ზეწოლისა და პროკურატურის მითითებით, ჩვენმა კომპანიამ იძულებითი მონაწილეობა მიიღო საჯარო აუქციონში, სადაც ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში მდებარე 121 კვ.მ. მიწის ფართობზე მდებარე ბიბლიოთეკის შენობა 1 900 000 (!) ლარად შეგვაძენინეს, მაშინ როდესაც შენობის საწყისი ფასი აუქციონზე 8 000 ლარი გახლდათ.“
ზაალ იაკობიძე: ძალიან დიდი იმედი მოგვეცა, რომ კეზერაშვილს ბრალი დაუმძიმდებოდა, მაგრამ პროკურატურის მხრიდან აქტიურობას ვერ ვხედავთ. bns items მიგვაჩნია, რომ ძალადობის შესახებ საკმაოდ ბევრი ჩვენება და მტკიცებულებაა. სამართლიანობის აღდგენა არ მოხდა. cheap bns gold საზოგადოებაში უკვე არის იმედგაცრუება. ეს არ ხდება მხოლოდ ჩვენს მიმართ, ადამიანები ფიქრობენ, რომ ვერასოდეს დაიბრუნებენ წართმეულ ქონებას და იზრდება უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ.“
ღირს თუ არა ჭვინთის ქოხი 2 მილიონი, სააპელაციო სასამართლოს პასუხი 27 ივლისს უნდა გაეცა, თუმცა პროცესის ნოემბრისთვის გადაიდო. „საქმე გადადეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ანუ, როგორი პოლიტიკური ძალაც მოვა ოქტომბერში, ალბათ იმდაგვარი გადაწყვეტილება დადგება.“ – აცხადებს მოსარჩლე მხარის ადვოკატი გიორგი ბოჭორიშვილი.
ბიზნესმენები „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ სწორედ ასეთი აუქციონებით შეაგროვა ვანო მერაბიშვილმა რაბათის ციხის ასაშენებელი ფული, რომლითაც შემდეგ სააკაშვილი დიდხანს ამაყობდა.
რაც შეეხება პროკურატურას… დაწყებული საქმეები…
იმ საქმეთა ჩამონათვალში, რომელზეც პროკურატურამ 2012 წლის 28 დეკემბერს საქმეები აღძრა ჭვინთის ცნობილი ქოხიცაა… მაშინ, პროკურატურა ამტკიცებდა, რომ სახეზე იყო ბიზნესის აშკარა ტერორი…
2012 წლის 28 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N084281212802 საქმეზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის II ნაწილის „დ” ქ/პუნქტით. საქმე ეხება რაბათის ციხის მშენებლობის პროცესში მუნიციპალიტეტისმ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტებს. buy ffxiv items საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპოვებული იქნა 2011-2012 წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები. ffxiv gold ამ საქმეს ძიები პროცესში დაფიქსირდა ძალზე საინტერესო ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც ქვემოთ გაგცნობთ.
აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა რომ, ახალციხის მუნიციპალიტეტმა 2011-2012 წლებში მიიღო გადაწყვეტილება სხვადასხვა ობიექტების საპრივატიზაციოდ გამოყოფის შესახებ, კერძოდ: გამოიყო ახალციხის რ-ნის სოფ. აწყურში 20000კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ამორტიზებული ყოფილი მეცხოველეობის კომპლექსი, აღნიშნული ობიექტი აუდიტის მეშვეობით შეფასდა 14 400 ლარად, ხოლო საკრებულოს გადაწყვეტილებით საწყისი ფასი გაიზარდა 63 000 ლარამდე. აუქციონზე მონაწილე პირად დარეგისტრირდა შპს „ჯორჯიან ინვესტი,” რომლის წარმომადგენელი – იყო მირდატ ქამადაძე, ხოლო დირექტორი ჯუანშერ მაშია, იმ დროს მოთავსებული იყო სასჯელაღსრულების N8-ე დაწესებულებაში. საბოლოოდ სოფ.