მექსიკაში ნავთობის ხუთი ახალი საბადო აღმოაჩინეს

მექსიკაში ნავთობის ხუთი ახალი საბადო აღმოაჩინეს

მექსიკის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ნავთობ-კომპანიის „პომექსი“-ის (Petroleos Mexicanos) წამრმომადგენლების განცხადებით, მათ მექსიკის ყურეში, არც თუ ისე დიდ სიღრმეზე, აღმოაჩნეს ნავთობის ახალი საბადოები. ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩენაა.

ამ აღმოჩენაზე პირველად „პრემექსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ემილიო ლოზოიამ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. 5 საბადოს, რომელიც კამპეჩესა და ტაბასკო შტატების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარეობს, აქვს საკმაოდ რეალური პერსპექტივა შექმნას რეზერვი 350 მილიონი ბარელი ნავთობის მოცულობით და აწარმოოს 200 ათასი ბარელი ყოველდღიურად. ასევე, ტაბასკოს საბადოებს შეუძლია აწარმოოს 90 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, ხოლო კამპეჩეს, 80 მილიონიანი რესურსი გააჩნია. კომპანიის წარმომადგენლების განხადებით, საბადო აქტიურ მუშაობას 2016 წლის შემოდგომას დაიწყებს. თუმცა, სრული დატვირთვით მხოლოდ 3 წლის შემდეგ ამოქმედდება

15 ივნისს, მექსიკამ გამოაცხადა საარენდო აუქციონი ყურის სამხრეთით არსებულ წყლის ბლოკებზე. ეს აუქციონი ძირითადად გათვლილია კერძო ინვესტიციების მიზიდვაზე.

„დამატებით 200 ათასი ბარელის პერსპექტივა ძალიან კარგი სიახლეა, როგორც კონკრეტულად „პემექსისთვის“, ასევე მთელი ინდუსტრიისთვის“, – აცხადებს ნავთობმომპოვებელი კომპანიის დირექტორი

ახლად აღმოჩენილი საბადოები, ასევე ჯერ კიდევ კარგად წარმოებადი KuMaloobZaap-ის საბადოსთან ერთად, მნიშვნელოვნად გაზრდის ენერგეტიკული პროდუქციის მიწოდებას. ამასთან ერთად, მოსალოდნელია მექსიკის სახელმწიფოს მთლიანი შემოსავლების ზრდა, რადგან ქვეყნის ბიუჯეტის ერთი მესამედი „პემექსის“ შემოსავლებზე არის დამოკიდებული.

„პემექსის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღმოჩენილი საბადოები ახალი ტენქოლოგიების გამოყენების საშუალებას იძლევა, მათ შორის ჰიდროლოკატორებისაც.

გიორგი კაპანაძე

Leave a Reply

Menu Title