გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე ჰესების მშენებლობა არ იწყება

გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე ჰესების მშენებლობა არ იწყება

ბოლო დღეებში თბილისში დატრიალებული ტრაგედიისა და სტიქიური მოვლენების ფონზე საკმაოდ აქტუალური გახდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გეოლოგიური და ეკოლოგიური დასკვნების არსებობა.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნები ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ჰიდროელექტროსადგურებისა და ზოგადად ენერგეტიკული პროექტების განხორციელების დროს.

ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას აუცილებელია მოხდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების აქტის მომზადება, შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან. ასევე კანონი არეგულირებს იმას, რომ შემდგომში მოხდეს ამ აქტის საჯარო განხილვა. ასეთ განხილვებში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩართვა და თავისი პოზიციის დაფიქსირება.

ჰესების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნის აუცილებლობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით საქართველო აბსოლიტურად იზიარებს ევროპულ პრაქტიკას და შესაბამისი დასკვნების გარეშე არცერთი ჰესის მშენებლობა არ ხორციელდება.

“ჩვენი მთავრობის მუშაობის მთავარი მიმართულება ჰესებთან მიმართებაში არის შემდეგი: ჩვენ არ ვაშენებთ არცერთ ჰესს გაანალიზების გარეშე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დადებითი დასკვნის გარეშე ჩვენ არ ვიწყებთ ჰესების მშენებლობას.


ახალი გზა, რომელიც აშენდა ვერეს ხეობაში ამ პროექტზე არ იყოს გარემოზე ზემოქმედების დასკვნა დადებული და ამის გარეშე მოხდა მშენებლობა, ჩვენს შემთხვევაში ეს არის სრულიად განსხვავებული.

ჩვენ მივყვებით ისე, როგორც ეს არის ევროპაში, ცივილიზებულ სახელმწიფოებში. ჩვენ ვიკვლევთ, თუ რა ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ ჰესის თუ სხვა ნებისმიერი პროექტის მშენებლობამ გარემოზე და როცა დაიდება დადებითი დასკვნა, მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ პროექტის რეალიზაციას. ეს არის პროცედურა, რომელიც არის აპრობირებული მთელს ცივილიზებულ სამყაროში. ჩვენ არ ვაპირებთ დავარღვიოთ ეს პროცედურები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Leave a Reply

Menu Title