კახა კალაძე ელექტროენერგიაზე ტარიფის მატებას არ გამორიცხავს

კახა კალაძე ელექტროენერგიაზე ტარიფის მატებას არ გამორიცხავს

“მე არ გამოვრიცხავ, შეიძლება ელექტროენერგიაზე მოხდეს მატება”, – აღნიშნულის შესახებ განცხადება, ენერგეტიკის მინისტრმა, რუსთავი ორის ეთერში გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ტარიფის მატება მოხდება მთავრობამ შესაძლოა ელექტროენერგიის სუბსიდირებაც მოახდინოს.

“მე არ გამოვრიცხავ, შეიძლება ელექტროენერგიაზე მოხდეს მატება, იყოს გარდაუვალობა, თუმცა ამაზე იმსჯელებს მთავრობა, – ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ იქნება, უნდა შევიკრიბოთ, უნდა ვიმსჯელოთ და შესაძლებელია ამ მიმართულებით სუბსიდირება, მიზნობრივი სუბსიდირება განხორციელდეს.

კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნო, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. რეალობა არის ის, რომ მარეგულირებელ კომისიაში, შეტანილია განაცხადი. მიმდინარეობს ტარიფის გადათვლა და ეს არის ნორმალური, ჩვეულებრივი პროცესი. 10 სექტემბერს ჩვენ გვექნება რელური სურათი თუ რა მდგომარეობაა კომპანიებთან მიმართებაში, რა მდგომარეობაა ტარიფთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში თუ გარდაუვალი იქნება, ტარიფის მომატება, ამასთან დაკავშირებით შეიკრიბება მთავრობა და იქნება გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა კალაძემ.

Leave a Reply