ESCO ევროპის ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციაში გაწევრიანდა

ESCO ევროპის ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციაში გაწევრიანდა

ევროპის ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციამ ოთხი ახალი წევრი მიღო. ევროპექსში გაწევრიანდნენ ელექტროენერგეტიკული კომპანიები: ავსტრიიდან – ეიფისიეს (APCS); ხორვატიიდან – ქროპექსი (CROPEX); გაერთიანებული სამეფოდან – „ელექსონი“ (ELEXON) და საქართველოდან – ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ESCO).

2015 წლის 18 მაისს ევროპექსის გენერალურმა ასამბლეამ ახალი გენერალური მდივანი – ქრისტიან ბაერი დანიშნა და ერთხმად დაუჭირა მხარი ახალი წევრების მიღებას. სულ ევროპექსში 24 წევრია.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისათვის (ესკო) ევროპექსში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპულ ენერგობაზარზე მტკიცედ დამკვიდრებისთვის. (2014 წლიდან ესკო ენერგეტიკული ბირჟების კიდევ ერთ-ი ასოციაციის APEx – ის (Association of Power Exchange) წევრია, რომელიც 40-ზე მეტი წამყვანი ქვეყნის ენერგეტიკულ კომპანიებს აერთიანებს.)

Leave a Reply

Menu Title