სვანეთში ჰესების კასკადი აშენდება

სვანეთში ჰესების კასკადი აშენდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მაგანა და ლექარდე ჰესების კასკადს კომპანია ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი ააშენებს, რომლის 100%-იანი დამფუძნებელი ესტონური Skinest Hydro-ა.

მთავრობის 11 ივნისის განკარგულება №1203-ის მიხედვით, კომპანიამ ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობისა და ფლობის ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვა.

განკარგულებით, ენერგეტიკის სამინისტრომ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მთავრობის სხდომაზე განსახილველად უნდა წარადგინოს.

მაგანა და ლექარდე ჰესების კასკადის დადგმული სიმძლავრე 40.6 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 213.4 მლნ.კვტ.სთ.

პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 73,1 მილიონ დოლარს შეადგენს.

Leave a Reply

Menu Title