ხუდონჰესის ირგვლივ ყველა პრობლემური საკითხი მოგვარებულია

ხუდონჰესის ირგვლივ ყველა პრობლემური საკითხი მოგვარებულია

“ხუდონჰესთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა ფორმით მოხდება პროექტის განხორციელება, გადაწყვეტილება მიღებულია. უახლოეს რამოდენიმე დღეში ცნობილი გახდება ყველაფერი საზოგადოებისთვის”, –  ამის შესახებ ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ერთი თვის წინ განაცხადა.

რაზე შეთანხმდა ინვესტორი კომპანია და სახელმწიფო კონკრეტულად და როდის დასრულდება იურიდიული პროცედურები,  ამის შესახებ ხუდონჰესის ინვესტორი კომპანია “ტრანსელექსტრიკა ჯორჯიას” ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა საუბრობს.

“ენერგეტიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის მოლაპარაკებები, ასევე იმ გუნდებს შორის, რომელიც ინვესტორ კომპანიას ჰყავდა დაქირავებული ერთ წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა. მოლაპარაკებების შედეგად, ფაქტობრივად მემორანდუმში შესატანი ცვლილებების ტექსტი შეთანხმდა. სწორედ ამაზე ისაუბრა ვიცე-პრემიერმა, როდესაც განაცხადა, რომ ხუდონჰესთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასრულებულია. დამთავრებულია ამ ტექსტზე მუშაობა და ალბათ უახლოეს ხანში, შესაბამისი იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ, მემორანდუმში შეტანილი ცვლილებები მთავრობის მიერ დამტკიცდება.

ბატონო დავით, კმაყოფილი დარჩა ინვესტორიც და სახელმწიფოც, თუ იყო საკითხები, რომელზეც ვერ შეთანხმდით?

მე მგონი, ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. პრინციპში, ყველა პრობლემურ საკითხზე შევთანხმდით, შემიძლია ინვესტორის პოზიცია დაგიდასტუროთ. იქ იყო ერთ-ერთი ასეთი საკითხი, რომ ინვესტორს ოფშორული იურისდიქცია შეეცვალა, რაზეც ინვესტორი დათანხმდა. ინვესტორს ასევე ჰქონდა გაცხადებული თავისი სურვილი,  სახელმწიფოს ჰქონოდა 20% – იანი ოფციონის უფლება. ამ პრინციპულ საკითხებზე სახელმწიფოსთან შეთანხმება მიღწეულია.

საბოლოოდ ძალაში მემორანდუმი 1 ივლისიდან შევა?

არა, 1 ივლისიდან დაახლოებით 10 დღის განმავლობაში მემორანდუმში შესატან ცვლილებებს მოეწერება ხელი. შესაბამისი იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ, მემორანდუმში შეტანილი ცვლილებები მთავრობის მიერ დამტკიცდება.

Leave a Reply

Menu Title