ლარის გაუფასურების ფონზე ტარიფის კორექტირება ბუნებრივია

ლარის გაუფასურების ფონზე ტარიფის კორექტირება ბუნებრივია

გაზის ტარიფის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი გამოიყო. ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად, დადგა საკითხი ელექტროენერგიის შესაძლო გაძვირების თაობაზეც, რაზეც ენერგეტიკის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის ელექტროენერგია არ გაძვირდება. შეგახსენებთ, რომ ტარიფის კორექტირების მიზნით, სემეკს მიმართა ენერგო-პრო ჯორჯიამ.

როგორც დავით მირცხულავა აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების ფონზე ტარიფის კორექტირება ბუნებრივია. მისივე თქმით თუ საქართველო  სოციალურ დაუცველთათვის ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს ეს მისი სახელმწიფოებრივი კურსი იქნება.

„ტარიფი ყოველთვის უნდა იყოს გონივრული და მან ზუსტად უნდა ასახოს ის რეალური და გონივრული დანახარჯები რაც დარგშია.

ასევე უნდა უზრუნველყოს, მაგალითად, საწვავის შეძენა, რათა თბოსადგურებმა, რომელთა ფუნქციონირება აუციელებელია საქართველოს ენერგოსისტემისთვის , მოგცეს შესაბამისი ბუნებრივი აირის შეძენის შესაძლებლობა. ამას გარკვეული თანხები სჭირდება. ლარის დევალვაციამ ბუნებრივია მოითხოვა, რომ თუნდაც ის მოცულობა რომ იყოს შესყიდული, რაც შარშან იყო შესყიდული, მათ გაცილებით მეტი ლარის მოცულობა გაიღონ. აქედან გამომდინარე დადგა საკითხი ტარიფის კორექტირების, მარეგულირებელი კომისიაში მიდის ამ საკითხების განხილვა, თუმცა მიმაჩნია, რომ სწორედ ლარის დევალვაციაა მიზეზი ტარიფის კორექტირების აუცილებლობის.

საქართველოს არ აქვს იმის რესურსი, რომ ენერგეტიკა გამოდგეს გარკვეული ენერგეტიკული საკითხების გადასაჭრელი. ეს სახელმწიფოს მოვალეობაა და თუ სახელმწიფო აიღებს თავის თავზე სოციალურად დაუცველთა ტარიფის კორექტირებას ეს სწორეს სახელმწიფოს კურსია“, – აცხადებს მირცხულავა.

ibusiness.ge

Leave a Reply

Menu Title