„ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით საკმაოდ კარგი ტემპით მივდივართ“ - გიორგი ფანგანი

რა მექანიზმით უნდა ჩანაცვლდეს ნეტო აღრიცხვის სისტემა საქართველოში - სალომე ჯანელიძეს განმარტება

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

რა ეტაპზეა გაზის სექტორის რეფორმა - დავით ნარმანიას განმარტება

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების პრინციპები"

ელექტროენერგია
"საჭიროა ხელშეწყობა, რომ ჰიდროში არსებული მემორანდუმები სამშენებლო ეტაპზე გადავიდეს" - მაია მელიქიძე

ჩვენ გაფორმებული გაქვს მემორანდუმები, მაგრამ მშენებლობის ეტაპი ჰიდროს მიმართულებით არ გვაქვს წარმატებული - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან” „განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ (GREDA აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე საუბრობს.მისი თქმით, საჭიროა ხელშეწყობა, რათა ის მემორანდუმები და ხელშეკრულებები, რომელიც გაფორმებულია, უკვე სამშენებლო ეტაპზე გადავიდეს.წინააღმდეგ შემთხვევაში, GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, გამოსავალი არ იარსებებს, გარდა იმპორტირებული ელექტროენერგიით ჩანაცვლებისა, რაც სერიოზულ გამოწვევას შეუქმნის ადგილობრივ წარმოებას.„მით უმეტეს, მაშინ იქნება ეს პრობლემა, როდესაც საბალანსო ბაზარი ამოქმედდება და დადგება პასუხისმგებლობის საკითხი კომპანიებისთვის. ამიტომ, ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს - როდესაც სრულად დაიწყებს ბაზარი ფუნქციონირებას, შემთხვევით არ წავაწყდეთ ისეთ გამოწვევებს, რომელიც სერიოზულ ზარალს გამოიწვევს კომპანიებში“ - ამბობს მაია მელიქიძე.მისივე თქმით, ის, რომ გაფორმებული ხელშეკრულებების განხორციელება არ იწყება, ძირითადად ბიუროკრატიას უკავშირდება.„ინვესტორთა ძალიან დიდ ნაწილს უკვე მობილიზებული აქვს თანხა და ისინი აწყდებიან ადგილობრივი მოსახლეობიდან წამოსულ ნეგატიურ დამოკიდებულებას და ამასთან, ელოდებიან მხარდაჭერას ადგილობრივი ხელისუფლებისგან. ინვესტორს ძალიან სჭირდება მოლაპარაკებების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა, ვინაიდან, სახელმწიფოს მიმართ რა თქმა უნდა, ნდობა უფრო მაღალია, ვიდრე, ვთქვათ, უცხო ინვესტორის მიმართ“ - ამბობს მაია მელიქიძე „ბიზნესპარტნიორთან“.ამასთან, მისივე თქმით, სექტორს დიდი იმედი აქვს, რომ ის ტარიფი, რომელიც მეორე CFD აუქციონის ფარგლებში დადგინდა, მეტი მზის და ქარის ელექტროსადგურის აშენების შესაძლებლობას შექმნის.„თუმცა, ჰიდროში არ არის სახარბიელო ტარიფი. პირდაპირი გზით ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შემდეგ მე არ გამოვრიცხავ, რომ დადგეს მესამე CFD აუქციონის ჩატარების საჭიროება “ - განმარტავს მაია მელიქიძე.

2025 წელს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდება - დავით ნარმანია

„2025 წელს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდება“ - ამის შესახებ სემეკის მიმდინარე წლის მესამე კვარტალის ანგარიშშია აღნიშნული. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სემეკი მუდმივ რეჟიმში უწევს კონტროლს სექტორში განხორციელებული ინვესტიციების ხარისხს.„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მუდმივ მონიტორინგს უწევს რეგულირებად სექტორებში დამტკიცებული საინვესტიციო პროექტების შესრულების ხარისხს. მომავალ წლებში ინვესტიციების რაოდენობა გაორმაგდება, რაც ხელს შეუწყობს ქვესადგურების და გადამცემი ხაზების მოწესრიგებას, ქსელის გამართულ მუშაობას; შეამცირებს ძაბვის ვარდნას და ავარიულ წყვეტებს. გარდა ამისა, ხორციელდება მიწოდების საიმედოობასთან დაკავშირებული მდგომარეობის მონიტორინგი. სემეკის ტექნიკური ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით ამოწმებენ სატრანსფორმატორო სადგურების გამართულობას, ქსელების საიმედოობას და ძაბვის ხარისხს.” - აცხადებს დავით ნარმანია.აქვე შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიის გამართული და სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად სემეკმა გამანაწილებელი ქსელების ინსპექტირება დაიწყო, რაზეც უშუალოდ ანგარიშშიცაა აღნიშნული.„სემეკის სპეციალური ჯგუფი რეგიონებში ამოწმებს ქსელებს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიებს უწესებს გამოსწორების ვადებს, რომელიც ასევე მკაცრი მონიტორინგის ქვეშაა.“ - აღნიშნულია მარეგულირებელი კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკური ინსპექტირება ჩატარდა კახეთსა და სამეგრელოში. ასევე, წყალტუბოსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში. მოწმდება ქსელის რეაბილიტაციის საინვესტიციო გეგმის შესრულების მაჩვენებლები.

"ამ ეტაპისთვის, ჯობს, თავი შევიკავოთ იმპორტირებული ელექტროენერგიის ბირჟაზე დაშვებისგან" - მაია მელიქიძე

ენერგეტიკულ ბირჟაზე იმპორტირებული ელექტროენერგიის დაშვება ადგილობრივ წარმოებას ჩაკეტავს - ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან” „განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე აცხადებს.მისი თქმით, იმპორტირებული ენერგიის ფასი ადგილობრივზე დაბალია, რაც ადგილობრივ წარმოებას პრობლემებს შეუქმნის.“დღეს ჩვენ გვაქვს გამოწვევა გენერირებული ელექტროენერგიის ჭრილში - ვიცით, რომ წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთთან არ არის დაბალანსებული, ვინაიდან, მოხმარების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე გენერაციის. განსაკუთრებით ეს ვითარება მწვავდება-ხოლმე ზამთრის პერიოდში. ამ ეტაპისთვის, ბირჟაზე რეგისტრირებულ გენერაციის კომპანიებს არ აქვთ საკმარისი ელექტროენერგია, რომ გაყიდონ ბირჟაზე. ეს სერიოზული გამოწვევაა და შეგვიძლია ვიმსჯელოთ - შემოვიყვანოთ თუ არა ამ პროცესში იმპორტირებული ელექტროენერგია.ბირჟაზე მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ფორმირდება ფასი. თუ ვიტყვით, რომ იმპორტირებული ელექტროენერგია უნდა დავუშვათ ბირჟაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის იქნება მაღალკონკურენტული და ჩაკეტავს ადგილობრივ წარმოებას. ვინაიდან, დღესდღეობით, რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი 3-4 დოლარ/ცენტის ფარგლებში მერყეობს, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგიის ფასი 6 ცენტის ფარგლებშია. ჩვენ თუ გვინდა, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ გენერაციას, მაშინ იმპორტის კომპონენტი აუცილებლად უნდა ჩავკეტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ისეთ მოცემულობას, რომ მეტი ფოკუსი იქნება იმპორტირებულ პროდუქტზე. ავტომატურად, ჩვენ გავხდებით იმპორტდამოკიდებული ქვეყანა. იმ მთავარ გამოწვევასთან - რაც ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას უკავშირდება, კიდევ მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდება,"-აცხადებს მელიქიძე.მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ გაიზარდოს წარმოება და არ გახდეს ბირჟაზე იმპორტირებული ენერგიის შემოტანა საჭირო, უნდა გაგრძელდეს დაწყებული ენერგეტიკული პროექტები, რომელიც ბიუროკრატიული ბარიერების გამო შეფერხებულია.„ადგილობრივ წარმოებას უნდა შევუწყოთ ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული, იმპორტირებული ელექტროენერგია აითვისებს იმ მოთხოვნას, რადგან, ფასით კონკურენტუნარიანი იქნება და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ რაც უფრო დაბალია ფასი მით უფრო სახარბიელოა, ამიტომ, ამ ეტაპისთვის ჯობს თავი შევიკავოთ იმპორტირებული ელექტროენერგიის დაშვებისგან და მეტად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი გენერაციის ობიექტების განვითარებას“ - განმარტავს „განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“.დღესდღეობით, ბაზრის საბითუმო მიმწოდებლებსა და ტრეიდერებს ბირჟაზე დაშვება შეზღუდული აქვთ, თუმცა, სამომავლოდ, ბირჟაზე დაშვება ყველა მონაწილისთვის არის გათვალისწინებული.ენერგეტიკული ბირჟა 1 ივლისიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდა და 2025 წლის 1 ივლისამდე ნებაყოფლობით რეჟიმში მუშაობს. პლატფორმაზე ვაჭრობა შეუძლიათ როგორც გენერაციის ობიექტებს, ისე მსხვილ მომხმარებლებს. ამ დროისთვის ბირჟაზე 17 მონაწილეა რეგისტრირებული, ვაჭრობა კი, აგვისტოში, მხოლოდ ორ დღეს შედგა.

ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული სადგურების რაოდენობა იზრდება - რომელ ქსელშია ყველაზე მეტი სადგური

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წლის მესამე კვარტლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, სემეკის მიერ დანერგილი ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა 1459-მდე გაიზარდა. ჯამური დადგმული სიმძლავრე 97 მგვტ-ია.რაც შეეხება დადგმული სადგურების რაოდენობის განაწილებას ქსელში ჩართულობის მიხედვით. სს “თელასის” ქსელში ჩართულია 378 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 31 მგვტ; სს “ენერგო პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულია - 1081 სადგური, ჯამური დადგმული სიჩქარით 66 მგვტ.ამასთან, სს “თელასის” და სს “ენერგო პრო ჯორჯიას” ქსელებში საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია - 828 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 631 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველოში ნეტო-აღრიცხვის მექანიზმი ამოქმედდა 2016 წელს, კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილებით9 . თავდაპირველად დაშვებულ იქნა ინდივიდუალური მიერთებები, რამაც ბიძგი მისცა სამომხმარებლო დონეზე მიკროელექტროსადგურების მიმართ ინტერესს. მეორე ეტაპზე, 2019 წელს, კომისიამ განახორციელა ცვლილებები ზემოაღნიშნულ რეგულაციაში, რომელმაც გაითვალისწინა მომხმარებელთა ჯგუფის ერთობლივი ჩართვის შესაძლებლობა ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში, ხოლო 2020 წელს ასევე კომისიის გადაწყვეტილებით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მაქსიმალური დასაშვები დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატიდან გაიზარდა 500 კილოვატამდე.სემეკის განცხადებით, ნეტო-აღრიცხვის სისტემა ხელს უწყობს მომხმარებლის აქტიური ჩართვას საცალო ელექტროენერგეტიკული ბაზრის ფუნქციონირებაში.