"აჭარაში ბუნებრივი აირი მიეწოდება 118 000-ზე მეტ აბონენტს, რაც რეგიონის 80%-ზე მეტია"

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

სემეკი: თბილისში წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეჩერებულია

2023 წელს მომხმარებლებს 3.634 მლნ ლარი ჩამოეწერათ - სემეკი

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე „ვიშეგრადის“ პროექტის ფარგლებში კომუნალურ მომსახურებებზე საინფორმაციო ბიულეტინები გამოქვეყნდა

ელექტროენერგია
სემეკმა ახალ ჰიდროელექტროსადგურებზე წარმოების ლიცენზიები გასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, შპს „მესტიაჭალა ენერჯიზე“ (მესტიაჭალა 1) ელექტროენერგიის წარმოების  ლიცენზია ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ელექტროენერგიის ადგილობრივ წარმოებას კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება დაემატა. მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა 1“-ის დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ-ია, 2 აგრეგატი, თითო 10 მგვტ-იანი.საპროექტო წლიური გამომუშავება შეადგენს 69 მლნ.კვტსთ-ს.​​გარდა ამისა, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზია გაიცა შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიაზე“ (ხობი 2). კომპანიას დაევალა 6 თვის ვადაში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე 44.5 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურ „ხობი 2“-ის ექსპლუატაციაში მიღებისა და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის სემეკში წარდგენა. ჰესი „ხობი 2“-ის საპროექტოწლიური გამომუშავება შეადგენს 194 მლნ.კვტსთ-ს,შედგება 2 აგრეგატისგან, თითოეულის დადგმული სიმძლავრე - 22.25 მგვტ-ია.

ცენტრის საქმიანობა ძალიან აქტიურად დაიწყო“ - როგორი იყო ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პირველი კვარტალის საქმიანობა

„ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საქმიანობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ძალიან აქტიურად დაიწყო“ - ამის შესახებ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კონსულტანტი თემურ თორდინავა EnergyNews-თან საუბრისას აცხადებს. მისი თქმით, პირველ კვარტალში სასწავლო ცენტრმა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება დაიწყო, მათ შორისაა, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჯამში 500-მა მოსწავლემ ინფორმაცია მიიღო განახლებადი ენერგიების მნიშვნელობის შესახებ.„ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი 2 წლის გახდა. ცენტრის საქმიანობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ძალიან აქტიური იყო, გამომდინარე იქიდან, რომ 3 მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. პირველი იყო გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერილი  პროექტი, რომელიც სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონში. ტრენინგებისა და საჯარო ლექციების ფორმატში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 500-მა სკოლის მოსწავლემ. მათ მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები განახლებად ენერგიის როლთან  დაკავშირებით,  კლიმატის ცვლილებებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრის კუთხით.  გარდა ამისა საჯარო ლექციები ჩატარდა თემებზე:  „ენერგეტიკა როგორც მომავლის პროფესია და ქალების როლის გაძლიერება ენერგეტიკის სექტორში.კომპლექსურმა აქტივობებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს  სიღრმისეული  ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით“. - აღნიშნავს თემურ თორდინავა.მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სასწავლო ცენტრმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო. აღნიშნული ეხება ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. თემურ თორდინავა აცხადებს, რომ ამ პერიოდში ჩატარდა კვლევა, რომელმაც ძალიან საინტერესო ტენდენციები გამოავლინა, რომლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივიღებთ.„მეორე პროექტი, რომლის განხორციელებაც პირველ კვარტალში დავიწყეთ იყო ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერილი პროექტი, სადაც წამყვანია  ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი.  პროექტში ასევე ჩართულია ორგანიზაციები  სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან  და ჩეხეთიდან. იგი ეხება ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მიზნობრივი აუდიტორია გახლდათ მედიის, აკადემიური წრის, სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობისა და  რეგულირებადი კომპანიების წარმომადგენლები. ამ პერიოდში განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრები, ჩატარდა  კვლევები,  რომელშიც სამასამდე რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა და უკვე ჩვენ შევდივართ იმ ფაზაში, რომ კვლევის შედეგები უახლოეს მომავალში წარმოვადგინოთ“. - აცხადებს თემურ თორდინავა.რიგით მესამე პროექტი კი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების კვლევას ეხება. თემურ თორდინავას თქმით, კვლევის შედეგები რამდენიმე თვეში იქნება ცნობილი.„მესამე პროექტი, რომელიც დავიწყეთ არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი 3 წლიანი პროექტი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება. პროექტი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ იგი ეხება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების კვლევას.ჩვენ ამ მიმართულებით პირველ კვარტალში უკვე დავიწყეთ მნიშვნელოვანი კვლევები ქვეყანაში არსებული ინსტიტუციონალური, ინფრასტრუქტურული, საკანონმდებლო და ტექნოლოგიური გარემოს შესწავლა-ანალიზის მიმართულებით. კვლევის შედეგები დამუშავების პროცესშია და რამდენიმე თვეში ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს წარვადგენთ“. - აღნიშნავს თემურ თორდინავა.უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლების მსგავსად ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა სხვა რიგი აქტივობებიც განახორციელა, რაც ძირითადად  კვალიფიკაციის დონის ამაღლებას ემსახურება.„გარდა ამ აქტივობებისა, ცენტრი აქტიურად ახორციელებს გადამზადების მიმართულებით ენერგეტიკის საკითხებით დაინტერესებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების ტრენინგებს. ეს ტრენინგები არის როგორც ენერგეტიკის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სატარიფო პოლიტიკისა და წყლის რეგულირების მიმართულებითაც. ამ კუთხით, პირველი კვარტალი ძალიან აქტიური იყო და ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას“. - აცხადებს თემურ თორდინავა.აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, აღნიშნულ სექტორებში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება.

რომელ ქვეყნებში გაყიდა საქართველომ ელექტროენერგია - სემეკის განმარტება

სემეკის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ ჯამში 1,468 გვტ.სთ შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 1,5 - ჯერ მეტია. რაც შეეხება იმპორტის მოცულობას, დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს საქართველომ იმპორტის სახით ჯამში 790 მლნ კვ/სთ ენერგია იყიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმპორტის აღნიშნული მაჩვენებელი გასული 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა.რაც შეეხება საანგარიშო წელს ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტს ქვეყნების მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტის >1% აზერბაიჯანიდან, ხოლო რუსეთიდან განხორციელებული სრული იმპორტის 98% მიწოდებულ იქნა აფხაზეთისთვის. ელექტროენერგიის ექსპორტის 89% თურქეთში განხორციელდა, 5% – სომხეთში, 6% კი – აზერბაიჯანში.„ელექტროენერგეტიკის სექტორში ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითადი მახასიათებელია ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტობა. მისი უზრუნველყოფა შესაძლებელია ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებით, საკუთარი რესურსების მაქსიმალურად გამოყენების გზით. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოკლევადიან პერიოდში იმპორტისა და გრძელვადიან პერიოდში თბოგენერაციის ჩანაცვლებას“ - აღნიშნულია სემეკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.შეგახსენებთ, რომ სემეკის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე.

ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში ენერგეტიკის სექტორში ქალთა როლის გაძლიერებაზე საჯარო ლექცია ჩატარდა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრშიმიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ.ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებსსაჯარო ლექცია ჩაუტარდათ თემაზე “ქალის როლისგაძლიერება ენერგეტიკის სექტორში”.  ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრებმა, სალომე ჯანელიძემ და ქეთევან ბერიკაშვილმაშეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ენერგეტიკისსექტორის რეგულირების საკითხები, განვითარებისპერსპექტივები, სექტორში დასაქმებისშესაძლებლობები.  ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეპროექტის მიზანია განახლებადი ენერგიის შესახებსაქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებშიმოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებასადა ჩართულობის ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილებისადა ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაშიგანახლებადი ენერგიის როლის შესახებ მათიინფორმირება.პროექტი ხორციელდება სამეგრელო-ზემო-სვანეთის, გურიის და იმერეთის რეგიონებისმუნიციპალიტეტებში, 35 სკოლის 500-მდემოსწავლისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს უტარდებათ ტრენინგები და საჯაროლექციები. პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე.

სხვა სიახლეები