სემეკმა „საქართველოს მელიორაციის“ აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების გეგმა დაამტკიცა

საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბების ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები

„გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა სემეკის საქმიანობით კმაყოფილია“ - კვლევის შედეგები

დავით ნარმანიამ მელიორაციის სექტორში ახალი რეგულაციების შესახებ ისაუბრა

სემეკთან არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა კომუნალური მომსახურებების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა

ელექტროენერგია
ვაჭრობის პირველ კვირაში ენერგეტიკულ ბირჟაზე ტრანზაქცია არ შემდგარა

2024 წლის 1 ივლისს დღით ადრე ბაზარზე პირველი აუქციონი ჩატარდა. პირველი კვირის განმავლობაში 6 მონაწილე დარეგისტრირდა.ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ (სენბი) აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღით ადრე ბაზარზე, საათობრივად, შეთავაზებული იყო როგორც ყიდვის, ასევე გაყიდვის განაცხადები. დღიურ ბაზარზე კი, მონაწილეებმა, მხოლოდ ცალკეულ დღეებში სცადეს ელექტროენერგიის გაყიდვა.როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პირველი კვირა მონაწილეებისთვის ვაჭრობის ახალი შესაძლებლობების გამოცდის პერიოდი იყო. ბირჟის ოპერატორი აკვირდებოდა მცირე ცვლილებებს შეთავაზებების სტრატეგიებში, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ივლისში ფასის ცვლილების მოლოდინს.რაც შეეხება მოთხოვნა-მიწოდებას, სენბ-ის ცნობით, პირველი კვირის განმავლობაში აგრეგირებული მოთხოვნის რაოდენობა განსხვავდებოდა როგორც დღის ჭრილში საათობრივად, ასევე კვირის ჭრილშიც დღეების მიხედვით. ყველაზე მაღალი აგრეგირებული მოთხოვნა, 57 მგვტ.სთ, დაფიქსირდა 6 ივლისის 19:00-20:00 მიწოდების პერიოდისთვის.პირველი კვირის განმავლობაში, ელექტროენერგიის გამყიდველების მიერ შეთავაზებული ელექტროენერგიის რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა დღეების მიხედვით.მაქსიმალური აგრეგირებული მიწოდება, 20.6 მგვტ.სთ, დაფიქსირდა 6 ივლისის მიწოდების დღის 09:00-22:00 პერიოდში.მიწოდებისა და მოთხოვნის რაოდენობისგან განსხვავებით, ძალიან მცირედით იცვლებოდა განაცხადების ფასები. ელექტროენერგიის მყიდველების გადახდაზე მზადყოფნა პირველი კვირის განმავლობაში არ შეცვლილა - ისინი მზად იყვნენ 1 მგვტ.სთ ელექტროენერგიაში გადაეხადათ 122.75 ლარი (12.275 თეთრი/კვტ.სთ). ელექტროენერგიის გამყიდველების მხრიდან არის შეთავაზებული ფასის მცირედით შემცირების დინამიკა. 2024 წლის 6 ივლისის მიწოდების დღისათვის ელექტროენერგიის მცირე რაოდენობა შეთავაზებული იყო კვირის ყველაზე დაბალ ფასად - 126 ლარი/მგვტ.სთ (12.6 თეთრი/კვტ.სთ).მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ბაზრის გახსნის ამ ეტაპისთვის არც თუ ისე მცირე რაოდენობის ელექტროენერგიის როგორც ყიდვის, ისევე გაყიდვის სურვილი მონაწილეთა მხრიდან, ვაჭრობის პირველ კვირაში დღით ადრე და დღიურ ბაზარზე ტრანზაქცია არ შემდგარა. პირველი კვირის განმავლობაში, თითოეული საათისათვის მყიდველების გადახდისთვის მზადყოფნა ნაკლები იყო გამყიდველების მიერ შეთავაზებულ მინიმალურ ფასზე.

როგორ მოახდენს სემეკი ენერგეტიკული ბირჟის მონიტორინგს - დავით ნარმანიას განმარტება

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ბირჟის გახსნასთან დაკავშირებით სემეკმა არაერთი მნიშვნელოვანი წესი შეიმუშავა, რომლის მთავარი მიზანიც ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და სამართლიანი გარემოს ხელშეწყობაა. დავით ნარმანია ასევე აღნიშნავს, რომ ამ ახალი წესებით საქართველო ევროპულ მოდელზე გადავიდა.„ჩვენ დავამტკიცეთ როგორც საბითუმო, ისე საცალო ბაზრის წესები. შესაბამისად, ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები ამ წესში დეტალურადაა ასახული. არის ნორმატიული დოკუმენტი, რომლითაც როგორც გამყიდველები, ასევე მყიდველები ისარგებლებენ.ამასთან, ყველაზე მთავარი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ არის ბაზრის მონიტორინგის წესი. აქამდე ანალოგიური წესი არ არსებობდა, რადგან ბაზარზე სხვა ტიპის დაკვირვება ხდებოდა. რადგან ახლა სხვა ტიპის ბაზარს ვიღებთ, მას სჭირდება მონიტორინგი, რათა რომელიმემ დომინანტური მდგომარეობა ბოროტად არ გამოიყენოს, ან ვინმეს უფლებები არ შეილახოს. ეს წესი უზრუნველყოფს, რომ ბაზარზე შენარჩუნებული იყოს კონკურენცია.  ამასთან, მონიტორინგი იქნება ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენ ამისთვის სპეციალურად შევქმენით ბაზრის მონიტორინგის პლატფორმა, სადაც კომპანიები სავალდებულო წესით განათავსებენ ინფორმაციას. ჩვენ ასევე მუდმივად განვახორციელებთ ბირჟაზე ვაჭრობის მონიტორინგს. თუ მოხდება პრეცედენტი, რომელი შემუშავებული წესებიდან გადახვევას გულისხმობს, ასეთ დროს კომისია მოახდენს რეაგირებას გაფრთხილებით დაწყებული, დამთავრებული დაჯარიმებით“. - აღნიშნა დავით ნარმანიამ.ენერგეტიკული ბირჟა, მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებით გაიხსნა, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველ ივლისამდე გადაიწევს.

1 ივლისს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა არ შედგა

1 ივლისს ნაწილობრივ, არასავალდებულო რეჟიმში ამოქმედებულ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა არ შედგა.ბირჟის ცნობით, 2024 წლის 1 ივლისს ვაჭრობისათვის (2024 წლის 2 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის) რეგისტრირებული იყოს ოთხი მონაწილე, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ განეთავსებინათ ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის განაცხადები დღით ადრე ბაზარზე. ბაზრის წესების შესაბამისად, ასევე ქვეყნდება სენბ-ის (საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა) ვებგვერდზე ვაჭრობის შედეგები. გამოქვეყნებული ინფორმაცია მოიცავს მოთხოვნისა და მიწოდების აგრეგირებულ მრუდებს, რაზე დაკვირვებითაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეაფასონ, რა ოდენობით და რა ფასად იყო ელექტროენერგიით ვაჭრობის მზადყოფნა კონკრეტულ საათში.რეგისტრირებულმა მონაწილეებმა განათავსეს შესაბამისი განაცხადები. მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების დღის ყოველი საათისთვის არსებობდა მზადყოფნა ელექტროენერგიის როგორც ყიდვაზე, ასევე გაყიდვაზე, ვაჭრობა არ შედგა, რადგან ელექტროენერგიის გამყიდველების მიერ შეთავაზებული ფასი იყო უფრო მაღალი, ვიდრე მყიდველების გადახდაზე მზადყოფნა.1 ივლისის ვაჭრობისთვის რეგისტრირებული მონაწილეები იყვნენ: სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა შპს ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია შპს რიცეულაჰესი შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია.

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, უფრო მეტი მოგება ნახონ - ნიკოლოზ სუმბაძე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, უფრო მეტი მოგება ნახონ - ამის შესახებ სემეკის ბაზრის მონიტორინგის დირექტორმა ნიკოლოზ სუმბაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ბირჟაზე მონაწილეობით, ბაზრის სუბიექტებისთვის შესაძლებლობები ნამდვილად არსებობს.„ბირჟაზე მონაწილეობით, ბაზრის სუბიექტებისთვის შესაძლებლობები ნამდვილად არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ მათ აკლიათ ელექტროენერგია, მოხმარების კუთხით ან აქვთ სიჭარბე, არსებობს შესაძლებლობა, რომ გაყიდონ ან იყიდონ ელექტროენერგია და ის ფასის განსხვავებები, რაც შეიძლება კონტრაქტში ჰქონდეთ, ან საბალანსო ბაზრიდან შესყიდულ ელექტროენერგიაში, უფრო მეტი შეღავათი, ან მოგება ნახონ ბირჟაზე ვაჭრობით“. - განაცხადა ნიკოლოზ სუმბაძემ.მისივე თქმით, აღნიშნული სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომელიც ბაზრის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ.„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ბირჟა ნამდვილად აჩენს შესაძლებლობებს ბაზრის მონაწილეებისთვის. 1 წლის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, რომ გარკვეული სპეციფიკა შეითვისონ და მოერგონ ბირჟას“, - განაცხადა ნიკოლოზ სუმბაძემ.აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკული ბირჟა მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შეზღუდული ფორმით გაიხსნება - ბირჟაზე წარმოდგენილი იქნებიან გენერაციის ობიექტები, მაგრამ მარეგულირებელ ჰესებს (დიდი ზომის ჰესებს) ის არ შეეხება. გენერაციის ობიექტებთან ერთად ბირჟაზე იქნებიან წარმოდგენილი მსხვილი მომხმარებლები, თუმცა მათი ამ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობით მოხდება. ამავე სისტემაში არ მოხვდება იმპორტირებული ელექტროენერგიაც. აღნიშნული სახით ბაზარი 1 წლის ვადით იმოქმედებს, 2025 წლიდან კი ბაზარი სრულყოფილი სახით გაიხსნება.

სხვა სიახლეები