Tag Archives: #ავსტრია

ავსტრიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება 79%-დან 21%-მდე შეამცირა

ავსტრიამ, რომელსაც მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, ბუნებრივი აირის 79% რუსეთიდან შემოჰქონდა, ახლა რუსულ გაზზე 21%-ითაა დამოკიდებული. რუსული გაზის ჩანაცვლების სტრატეგიის ფარგლებში, ავსტრიამ დაჯავშნა მილსადენის სიმძლავრე 40 ტერვატ საათში (TWh) როგორც გერმანიის, ისე იტალიური მიმართულებით. ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას შეიძინოს გაზი ნორვეგიიდან და მცირე მოცულობის თხევადი გაზი ჩრდილოეთ აფრიკიდან და ცენტრალური აზიიდან. პირველ ნოემბერს ავსტრიის გაზის საცავები 90%-მდე იყო სავსე და 87,9 ...

Read More »

ავსტრიის პრეზიდენტმა ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევისკენ მოუწოდა

არჩევნების წინა დღეს ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევისკენ მოუწოდა და მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს. ამის შესახებ ვან დერ ბელენი ტვიტერზე წერს. ავსტრიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში თითოეულ ჩვენგან ეხება. „ეს არის თავდასხმა ჩვენი ცხოვრების წესზე, ჩვენს დემოკრატიაზე, ჩვენს იდენტობასა და მომავალზე. ევროპა გაერთიანდა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საკითხზე, ...

Read More »

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაზთან დაკავშირებული შანტაჟით პუტინმა აჩვენა, რომ სანქციები მოქმედებს

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა WienerZeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედება სულ უფრო მეტად საგრძნობი ხდება. მისი თქმით, ამას ყველაზე ცხადად მეტყველებს ამასწინანდელი შანტაჟი, რომელსაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადთან“ დაკავშირებით მიმართა რუსეთმა. ახლახან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ევროპაში გაზის მიწოდება არ განახლდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნამდე. „ევროკავშირში ჩვენ ზოგჯერ ჩემპიონები ვართ პესიმიზმსა და ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

ავსტრიამ შესაძლოა ელექტროენერგიის ფასი „გაყინოს“

1-ლი დეკემბრიდან 2024 წლის 30 ივნისამდე ავსტრია ელექტროენერგიის ფასების „გაყინვას“ გეგმავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა​​ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ შევთანხმდით ელექტროენერგიის ფასების მუხრუჭის შემოღებაზე“, – განაცხადა მან. ნეჰამერის თქმით, ღონისძიება მოიცავს სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურებას 2900 კვტ/სთ მოხმარების ფარგლებში. ამრიგად, ოჯახი შეძლებს დაზოგოს დაახლოებით 500 ევრო წელიწადში. წყარო: “კომერსანტი”

Read More »

ავსტრიის კანცლერი გაზისა და ელექტროენერგიის ფასების განცალკევების ინიციატივით გამოდის

ავსტრიის კანცლერი გაზისა და ელექტროენერგიის ფასების განცალკევების ინიციატივით გამოდის, რათა ენერგორესურსების ღირებულების მატების შეკავება მოხერხდეს. „ელექტროენერგიაზე ფასები უნდა შემცირდეს. ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება პუტინს, ყოველდღიურად გადაწყვიტოს, რა უნდა ღირდეს ევროპაში ენერგია. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის სიგიჟე, რომელიც ბაზრებზე ხდება“, – განაცხადა კარლ ნეჰამერმა. ავსტრიის კანცლერის თქმით, ის ამ ინიციატივას ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო სხდომაზე წარადგენს. მისივე თქმით, მან საკუთარი წინადადება უკვე გააცნო ...

Read More »
Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

ავსტრიამ „გაზპრომს“ ქვეყანაში ყველაზე დიდი გაზსაცავის მართვის უფლება ჩამოართვა

ავსტრიის უმსხვილესმა ოპერატორმა RAG Austria AG-მა რუსულ „გაზპრომს“, ქვეყანაში ყველაზე მსხვილი გაზსაცავის მართვის უფლება საბოლოოდ ჩამოართვა. ავსტრიის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ბუნებრივი გაზის დეფიციტის გამო მიიღო. ავსტრიის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში გაზის დეფიციტის დროს, ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა გაზსაცავების მართვა ადგილობრივ ოპერატორებს გადასცეს. ამასთან, „გაზპრომის“ მიერ ობიექტის მართვისას, გაზსაცავი ცარიელი იყო. ავსტრიის უმსხვილესი ოპერატორის მართვაში გადასვლის შემდეგ, გაზსაცავის შევსება 1-ელი აგვისტოდან დაიწყება. 11 ივლისიდან ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

ავსტრია „გაზპრომს“ გაზსაცავიდან აძევებს, გერმანია კი კომპანიის ნაციონალიზაციას იწყებს

ავსტრიამ ზალცბურგთან მდებარე ჰაიდახის მსხვილი გაზსაცავიდან რუსული „გაზპრომის“ გაყვანის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ლეონორა გევესლერმა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს. მინისტრის თქმით, გაზის მარეგულირებლის, e-Control-ის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება „გაზპრომის“ სისტემატურ უუნარობას, რომ საცავი თავისი წილი სიმძლავრით შეევსო. „თუ კლიენტებს ჩვენთვის გაზის შენახვა არ შეუძლიათ, მაშინ ეს სიმძლავრე სხვის ხელში უნდა გადავიდეს, რადგან საქმე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება. ჩვენ გაზის მარაგი ...

Read More »

ავსტრიაში 2023 წლიდან გაზის გამაცხელებელი ქვაბების დაყენება აიკრძალა

ავსტრიის ახლადაშენებულ სახლებსა და ბინებში გაზის ქვაბებს უკვე 2023 წლიდან ვეღარ დააყენებენ. ქვეყანა რუსულ გაზზე ჭიპლარითაა მიბმული – გაზის 80%-ზე მეტი სწორედ აქედან მოდის. ხოლო მოხმარების 1/3-ს სწორედ კერძო გამათბობლები შეადგენენ, რომელიც მილიონამდე ავსტრიულ ოჯახს ემსახურება. მთავრობა გაზის გამათბობლების აკრძალვას 2025 წელს გეგმავდა, მაგრამ ომმა – და რუსული კლანჭებიდან გათავისუფლების სურვილმა – თარიღი 2023-მდე ჩამოსწია. უკვე აკრძალულია ქვანახშირზე და ნავთობპროდუქტებზე ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

ავსტრია ზამთრისთვის გაზსაცავების 80%-ით შევსებას გეგმავს

გათბობის ახალი სეზონის დასაწყისისთვის ავსტრია გაზის საცავის შევსებას 80%-ით გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრმა ლეონორ გევესლერმა განაცხადა. მისი სიტყვებით, ფედერალურმა მთავრობამ გადაწყვიტა ზამთრის დასაწყისისთვის საცავები 80%-ით გაავსოს. ავსტრიის გაზსაცავები ახლა ივსება 34,5 ტერავატ-საათის დონეზე, რაც ქვეყნის ბუნებრივი აირის წლიური მოხმარების მესამედზე მეტია.

Read More »
Menu Title